სიახლეები

ერასმუს +  პროგრამა ბასკეთის უნივერსიტეტში (ესპანეთი)!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ბასკეთის უნივერსიტეტის (ესპანეთი) გაცვლით, სასწავლო პროგრამაში.

 

მობილობის პერიოდი:  2019 სექტემბერი - 2020წლის იანვარი (შემოდგომის სემესტრი)

 

ფაკულტეტი: ჰუმანიტარული

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

 

1)შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან ბასკეთის უნივერსიტეტში გასავლელი     საგნების შეთანხმება (ერთი სემესტრისთვის სულ მცირე 24 – 30 ECTS კრედიტი).

გადადით შესაბამის ბმულზე და შეარჩიეთ საგნები:

საბაკალავრო პროგრამები: https://www.ehu.eus/documents/2099535/10288018/OFERTA+DEFINITIVA_LETRAS_18.19_corregido.pdf/fdda9674-6187-8f26-4e85-90ac4cf70889

 

2) მოცემული აპლიკაციის შევსება (პირადი საკონტაქტო ინფორმაცია + შერჩეული საგნები):

https://drive.google.com/file/d/0B0AMihXuRVBzNV8wZU55RWg0dE0/view?fbclid=IwAR2fi8X-HVOhufALoa19pJnm9jwKJ-lG_f4ZT7LIQnZzLlJxk87bDroK2F8

აღნიშნული საბუთი უნდა შეივსოს აპლიკანტის და ფაკულტეტის ხარისხის უფროსის მიერ (ხელმოწერა და ბეჭედი)

 

3) პასპორტის სკანირებული ვერსია.

 

საბუთები შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ PDF  ფორმატში international@sou.edu.ge -ზე ან მოიტანოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში (სსუ- პირველი კორპუსი, ოთახი 319).

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 22 აპრილი 2019

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: international@sou.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!

ფოტო გალერეა