სიახლეები

ესსეების კონკურსი გარემოს დაცვით საკითხებზე

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივლისი, 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 1 გამარჯვებული თითოეულ თემაზე, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი.
კონკურსის თემებია:
1. სამედიცინო ნარჩენები და პანდემია
ესსეების სათაურებია:
„პანდემიის გავლენა გარემოს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე (მისი დადებითი ან/და უარყოფითი შედეგები)“
ან
„სამედიცინო ნარჩენები და მათი სწორი გატანა პანდემიის პირობებში“.
2. ნარჩენების მართვა
ესსეების სათაურებია:
„ნარჩენების ეფექტიანი მართვა და საქართველოს რეალობა“
ან
„საზოგადოების როლი ნარჩენების მართვაში“
3. ბიომრავალფეროვნება
ესსეების სათაურებია:
„ბიომრავალფეროვნების დაცვა, მის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და გამკლავება“
ან
„ბიომრავალფეროვნების ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელობა და ამ სერვისების შენარჩუნება-გაძლიერება, ადამიანისა და მისი საჭიროებების სრულფასოვნად უზრუნველსაყოფად“
თითოეული თემის კონტექსტი და ესსეს ტექნიკური დავალება შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტებში.

https://www.facebook.com/orkisi.ngo/posts/2628500540736434
https://www.facebook.com/orkisi.ngo/posts/2628492480737240
https://www.facebook.com/orkisi.ngo/posts/2628482110738277

ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე იმ უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ.
გისურვებთ წარმატებებს!
პროექტს - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტაშკენტის ქ.10ა, 0160, თბილისი , საქართველო
ტელ: (+995 32) 2385199; მობ.: (+ 995 595) 335699
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com
ვებ-გვერდი: http://www.orkisi.ge

ფოტო გალერეა