სიახლეები

ევროკავშირის პროექტების  DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC  დისიმინაციისადმი მიძღვნილი კონფერენცია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრი  ევროკავშირის საერთაშორისო პრო­ე­ქ­ტების  DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC  კოორდინატორებისა და  Erasmus + საქართველოს ეროვნული ოფისის აქტიური ჩარ­თუ­ლო­ბით 2019 წლის 9 მაისს ატარებს  აღნიშნული პროექტების  დისიმინაციისადმი  მიძღვნილ  სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:   „ევროკავშირის პროექტები DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC  და  განათლების თანამედროვე პარადიგმები“.

კონფერენციის მიზანი:

ევროკავშირის პროექტების  DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC მიღწევების, იდეებისა და  კვლევების დისიმინაცია და პოპულარიზაცია  უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, სასკოლო და პროფესიულ განათლებაში;

კონფერენციის სამუშაო თემატიკა:

კონფერენციის მიზანს წარმოადგენს ევროკავშირის პროექტების DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC   იდეების დისიმინაცია, შესაბამისად  კონფერენციის თემატიკა  ემთხვევა აღნიშნული პროექტების ფარგლებში  დისიმინირებულ თემებს:

ü  მულტიკულტურული და მულტიეთნიკური საქართველო

ü  მულტიკულტურული და ინტერკულტურული განათლება,

ü  ბავშვთა უფლებები და თავისუფლებები განათლებაში

ü  კულტურა, ენა და იდენტობა;

ü  შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს საგანამნათლებლო სისტემაში  ტრადიციული და ინოვაციური მექანიზმები, სასკოლო შეფასების ფორმები,   

ü  კურიკულუმის რეფორმა და განათლების პოლიტიკა,

ü  სამოქალაქო განათლება: კვლევა და სწავლა// სწავლება,

ü  უნივერსალური სწავლების დიზაინი //ინკლუზიური განათლება,

ü  სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების სსსმ და შშმ სტუდენტთა  განათლება და  მხარდაჭერა;

ü   ეროვნულ უმცირესობათა და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა უმაღლესი განათლების ხელშემწყობი სერვისები;

 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა და ვადები:

მსურველებს კონფერენციის თემატიკის მიხედვით მოხსენებების სათაურების გამოგზავნა შეუძლიათ 2019 წლის 20  აპრილის ჩათვლით  შემდეგ ელექტრონულ ფოტაზე მი­სა­მა­რ­თებზე: education@sou.edu.ge;  liaahaladze@sou.edu.ge;   liaahaladze@yahoo.com  ;  tamuna­205­@­gmail.­com

მოხსენების წარმოდგენა სავალდებულოა 2019 წლის 9 მაისს;

კონფერენციის ხარჯები:

კონფერენციის პროგრამის, მომხსენებლის სერტიფიკატების, ლანჩის, კოფე-ბრეიკისა და ბანერის ხარჯებს ფარავს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

 

სამუშაო ენები: ინგლისური და ქართული;

კონფერენციის ჩატარების ადგილი: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

გახსნა: პოლიტკოვსკაიას ქუჩა N61, VII სართული, სააქტო დარბაზი, 

სექციური მუშაობა V სართული: DOIT, DARE და ASSET - ის აუდიტორიები.  

 

კონფერენციის ორგანიზატორები:

ზურაბ ხონელიძე, რონდა სოფერი, ლიკა ღლონტი,

ლია ახალაძე, თამარ შინჯიაშვილი, შორენა მაღლაკელიძე 

ფოტო გალერეა