სიახლეები

ევროკავშირის პროექტის DITECH-ის კონსორციუმის   პირველი საერთაშორისო სასტარტო  შეხვედრა

2021 წლის 25 - 27 თებერვალს  ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის პირველი საერთაშორისო სასტარტო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs// ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნი­ვე­რ­სი­ტეტებში).  შეხვედრაში მონაწილეობდენ საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები:  ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეროვნული კოორდინატორი საქართველოში,  ილიას სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვი­თა­რების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის კოორდინატორების ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის სირიე ვირკუსისა და  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ  იზაბელა პეტრიაშვილის მიერ.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ტალინის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფ. ანდრეს იოსაარი (prof. Andres Jõesaar), რომელმაც   ისაუბრა  ციფრული ტექნო­ლო­გიების ერაში ელექტრონული სწავლების მნიშვნელობასა და როლზე, გასაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში არსებული პანდემიის ვითარებაში.  კონსორციუმის  მონაწილეებს მიესალმნენ და პროექტის ღირებულებებზე ისაუბრეს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გი­ო­რგი შერვაშიძემ, საქართველოს  Erasmus+ ნაციონალური ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლიკა ღლონტმა,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ,   ესტო­ნეთის ნაციონალური კონტაქ­ტე­ბის ცენტრის ხელმძღვანელმა სილვია ვიილუპმა, ციფ­რუ­ლი ტექნოლოგიების სკოლის დირექტორმა პეტერ ნორმაკმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.   

 მისასალმებელ სიტყვაში პროფ. ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, რომ „ელექტრონული სწავლების დანერგვით  ვდგამთ ნაბიჯს მომავლისაკენ, პრაქ­ტი­კულად  ეს  არის   მომავლის პროექტი, რომელიც  ციფ­რუ­ლი ტექნოლოგიების ეპოქაში  ჩვენს ახალგაზრდებს  დაეხმარება დაძლიონ კაცობრიობის წინაშე არსებული ხილული და მო­სალოდნელი გამოწვევები“. მან განსაკუთრეული მადლობა გადაუხადა ევროკავშირის საგან­მა­ნა­თ­ლებლო პროექტების ხელმძღვანელებს, Erasmus+ის ნაციონალური ოფისის ხელ­მ­ძღვანელს და  პროექტის იდეის ავტორებსა და კოორდინატორებს.

DITECH -ის კოორდინატორებმა შეხვედრის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს   დაწვრილებით  გააცნეს   პროექტის მიზნები, ამოცანები, ევროკა­ვ­შირის მხრიდან შემფასებელთა კომენ­ტა­რე­ბი, პირველადი გეგმები და საქართველოს უნივერსიტეტების პირველი ნაციონალური შეხვედრის შედეგები. პროექტის დღის წესრიგის მიხედვით,  უნივერსიტეტებისა და ინსტიტუციების კოორდინატორებმა კონსორციუმზე წარადგინეს საკუთარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი გეგმები  DITECH -ის განხორციელების პროცესში.

სამი დღის მანძილზე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, შემუშავდა ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის, ხარისხის მენეჯმენტის, რისკების მართვის, დისემინაციის მე­ნე­ჯმენტის და IT ჯგუფის გეგმები. მონაწილე უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებით მნიშ­ვ­ნელოვანი იყო  ტალინის, კაუნასისა და კო­რ­კის უნივერსიტეტების ელექტრონული სწავ­ლე­ბის პლატფორმებისა და ციფრული ტექნლოგიების გან­ვი­თარების გამოცდილების დე­ტა­ლური გაზიარება,   ევროკავშირის პროექტებში ფინან­სუ­რი მენეჯმენტის ცვლი­ლე­ბე­ბებისა და სიახლეების  პრეზენტაცია,  DITECH-ის ვებ-საიტის  მიზნების, დიზაინის, სტრუ­ქ­ტურისა და რესურსების გაცნობა.

სამუშაო ჯგუფებში განხილული და საერთო შეხვედრაზე შეჯერებული იქნა პროექტის განხორციელების უახლოესი გეგმები და ამოცანები, პარტნიორებს შორის  გადანაწილდა სამუშაო, გაიწერა გრაფიკი და დაზუსტდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქ­ტი­ვო­ბების შედეგების წარმოდგენის ვადები.  სამი სამუშაო დღე ონლაინ რეჟიმში, გარდა პროექტის ფარ­გ­ლებში დაგეგმილი სიახლეებისა, საერთაშორისო აკადემიური ურთიე­რ­თო­ბებისთვის  ახალი იმედებისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.

 

პროექტის დისემინაციის ჯგუფი

­

 

 

 

ფოტო გალერეა