სიახლეები

ფერნაწერი აფხაზეთი

2023 წლის 27 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მე-60 საჯარო სკოლის XI კლასელის, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის პირველი სამხატვრო ხელოვნების სკოლის მოსწავლის, ბარბარე ხანთაძის პირველი პერსონალური გამოფენა, რომელიც აფხაზეთს მიეძღვნა.

 

ბარბარეს აფხაზეთი არასდროს უნახავს, მაგრამ მისი ტილოები, ერთი მხრივ, ცხადად და სრულად გადმოსცემს აფხაზეთისთვის დამახასიათებელ ფერთა სიმრავლეს, მეორე მხრივ კი იკვეთება სიყვარული და მონატრება სამშობლოს დროებით ოკუპირებული ულამაზესი კუთხისადმი.

 

ახალგაზრდა ხელოვანს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ინდირა ძაგანიამ.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები დიდი ინტერესით ათვალიერებდნენ გამოფენას, რომელიც მათ მოუშუშებელ ტკივილს შეეხო და წამიერად მშობლიურ კუთხეში ამოგზაურა.

ფოტო გალერეა