სიახლეები

ფინალური ანგარიში

    2025 წლის 4 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა ჟან მონეს მოდულის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის CSREU- ფინალური ანგარიშის (2022-2025) მოსმენა.

    დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი და ERASMUS+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მარიამ სულაშვილი.

    3 წლიანი პროექტის ფინალური ანგარიში მოამზადა და წარადგინა მოდულის კოორდინატორმა,  ჟან მონეს პროფესორმა ლარისა თაკალანძემ. დასკვნით ღონისძიებაზე მან ისაუბრა მოდულის ფარგლებში  განხორციელებულ საქმიანობაზე, ღონისძიებებზე, შედეგებზე. პროექტის ფინანსურ საკითხებზე ისაუბრა მოდულის ფინანსურმა დირექტორმა, სენატის სპიკერმა, ასოც. პროფესორმა ნინო თოფურიძემ.

    მოდულის სამწლიანი მუშაობის შეჯამებისას წარმოდგენილ იქნა შემდეგი ძირითადი აქტივობები:  


2022-2023 სასწავლო წელი

-         შეიქმნა პროექტის ლოგო, ბანერი, ვებ-გვერდი, 2022

-         გაიმართა საინფორმაციო შეხვედრასაქართველო და ევროკავშირი: თანამშრომლობის შესაძლებლობებიჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 27.X.2022

-         მიღებულ იქნა სსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება № 05/01-99 ახალი სასწავლო კურსის იმპლემენტაციის შესახებ, 2022

-         ჟან მონეს მოდული CSREU აღიარებული იქნა 2022 წლის საუკეთესო მიღწევად სსუ-ში საქ.  განათლები­სა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ეროვნულ სამეცნიე­რო ბიბ­ლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე;

-         შემუშავდა ახალი სასწავლო კურსის სილაბუსი;

-         ახალი სასწავლო კურსის იმპლემენტაცია საბაკალავრო პროგრამებში, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი, 2023

-         მოდულის ფარგლებში სსუ სტუდენტების შეხვედრა სსუ- რექტორთან და საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, 2023

-         ჩატარდა საზაფხულო  სკოლა ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 2023

-         ჟან მონეს  აუდიტორიის გახსნა  სსუ-ში, ნოემბერი, 2023

-         სტუდენტების გამოკითხვა და სასწავლო კურსის შეფასება, 2023

-         დისემინაცია

-         პროექტის მართვა, ვებ-გვერდის მართვა

 

2023-2024 სასწავლო წელი

-         შემუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელოკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში”  მოდულის ფარგლებში, 2024

-         სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა", 16 და 21 მაისი 2024

-         გამოიცა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროკავშირის პოლიტიკა " მასალათა კრებული, ივნისი 2024

-         ჩატარდა ახალი სასწავლო კურსი  საბაკალავრო პროგრამებში, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

-         ჩატარდა საზაფხულო  სკოლა 2024  ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, ივნისი 2024;

-         სტუდენტების გამოკითხვა და სასწავლო კურსის შეფასება, 2024

-         ორწლიანი შედეგების შეფასება, 2024

-         დისემინაცია

-         პროექტის მართვა, ვებ-გვერდის მართვა

 

2024-2025 სასწავლო წელი

-         ჩატარდა ახალი სასწავლო კურსი საბაკალავრო პროგრამებში, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

-         ჩატარდა საგაზაფხულო  სკოლა 2025  ჟან მონეს მოდულის ფარგლებში, 30 აპრილი - 8 მაისი, 2025;

-         პროექტის ფარგლებში სსუ- სტუდენტების შეხვედრა საქართველოს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, 2025

-         სტუდენტების გამოკითხვა და სასწავლო კურსის შეფასება, 2025

-         ფინალური ანგარიში

-         დისემინაცია

-         პროექტის მართვა, ვებ-გვერდის მართვა

 

    პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა,  რომეო გალდავამ და ამავე სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ასოც. პროფესორმა მარინე ხუბუამ; მათ აღნიშნეს ის შრომა და ძალისხმევა, რაც გაწეულ იქნა პროექტის განხორციელებისას და ისაუბრეს მათ მიერ ჩატარებულ სტუდენტთა ანონიმურ გამოკითხვაზე სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებით; გამოკითხვამ გამოავლინა ახალი სასწავლო კურსით CSR ევროკავშირში სტუდენტების დაინტერესება და დიდი მოწონებასტუდენტებმა თამარ ბურდულმა და ლიზი ოხანაშვილმა ისაუბრეს ჟან მონეს აქტივობების გავლენაზე სტუდენტებზე და მათ სამომავლო საქმიანობაზე.

    დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ სსუ რექტორი, პროფესორი თეა ჯუღელი, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, ასოც. პროფესორი, პროექტის ფინანსური დირექტორი, ნინო თოფურიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონიახარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი,  რომეო გალდავა, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასოც. პროფესორი, მარინე ხუბუა, უნივერსიტეტის ფინანსებისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსი, ნინო მიქაძე, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახი კოპალიანი, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო ქეცბაია, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ასოც. პროფესორი კობა ბასილაია, სსუ- რექტორის თანაშემწე, ლიკა ჩიმჩიური, უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი თამარ ბურდული და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტი ლიზი ოხანაშვილი.

    დასასრულსღონისძიების შეჯამებისას, ჟან მონეს მოდულის კოორდინატორმა, პროფესორმა ლარისა თაკალანძემ მადლიერება გამოხატა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისა და პროექტის განხორციელებაში ჩართული ყველა პირის მიმართ თანადგომისა და მხარდაჭერისათვის


იხ. დღის წესრიგი


იხ. პრეზენტაცია

ფოტო გალერეა