სიახლეები

გამოცხადდა გარე მობილობა

სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება შემდეგ ვადებში:

ა) დოკუმენტაციის მიღება – 3 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: srs@sou.edu.ge;
   საბუთების ადგილზე წარდგენა შეგიძლიათ 11:00-დან 15:00-მდე.

ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 10 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით;

გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 13 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება; ნიმუში იხილეთ აქ;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულების სამართლებრივი აქტის პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვროს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2021 წლის უფროსის 2021 წლის 04 აგვისტოს №1.1/63 ბრძანების საფუძველზე დადგენილ ვადებში (6 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით).

 

ვაკანტური ადგილები გარე მობილობის მსურველთათვის იხილეთ აქ!

ფოტო გალერეა