სიახლეები

გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე ტრანსილვანიის უნივერსიტეტში (ბრასოვი, რუმინეთი) მეორე-მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!

გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე ტრანსილვანიის უნივერსიტეტში (ბრასოვი, რუმინეთი) მეორე-მესამე კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის!

სწავლის პერიოდი: 2019 - 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი;

გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი

სწავლების ენა: ინგლისური (B1)

ფაკულტეტები/პროგრამები: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, სამართალი, ბიზნეს ადმინისტრირება, უცხოური ენები, ინფორმაციული ტექნოლოგიები.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

1) სსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უფროსთან ტრანსილვანიის უნივერსიტეტში გასავლელი საგნების (მინიმუმ 24-30 კრედიტის) შერჩევა. შემოთავაზებული საგნების სრული ჩამონათვალის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ ტრანსილვანიის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის კოორდინატორს (იხ. ბმული): https://drive.google.com/file/d/1MxyXkEnYpDqSqeCpSbMyjL7PVUkaX5te/view?fbclid=IwAR37LJF-i7MJK8HYu8oiZpLs-JJqDbSQqmiDngjU3jX2b6G7RX3vGhSTBew

2) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უფროსთან გასავლელი საგნების შეთანხმების შემდეგ მოცემული აპლიკაციის შევსება: https://drive.google.com/file/d/13Uh1phveZ5bn3bjuiNmiFZjbjUeDHOk4/view?fbclid=IwAR32D8fQfGr9nKi9nBeY3DIYhJMTzrzgd44R4LvUAP17exN6lBJPCpwjioM

3) ინგლისური ენის სერთიფიკატის წარდგენა. სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში.

4) აღნიშნული საბუთების საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურში წარდგენა (ა. პოლიტკოვსკაიას ქ. 61, პირველი კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 319);

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 ნოემბერი;

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: international@sou.edu.ge

ფოტო გალერეა