გამოცხადდა საბუთების მიღება Erasmus+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე ვალადოლიდის უნივერსიტეტში (ესპანეთი).
- პროგრამის შესახებ:
სწავლის პერიოდი: 1 თებერვალი - 30 ივლისი, 2027 (გაზაფხულის სემესტრი);
სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა;
სწავლების ენა: ინგლისური ან ესპანური;
გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი.
მნიშვნელოვანი პირობები:
აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
აუცილებელია 30 კრედიტის აღიარება;
სტუდენტმა რეგისტრაცია დამოუკიდებლად უნდა გაიაროს ვალადოლიდის უნივერსიტეტის პორტალზე.
რეგისტრაცია:
https://uvamobplus2.uva.es/publico/apply
ვალადოლიდის უნივერსიტეტის კურსების კატალოგი:
https://uvamobplus2.uva.es/publico/courses
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2026 წლის 27 ოქტომბერი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: international@sou.edu.ge
