სიახლეები

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში რეგისტრირებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლიდან სტუდენტთა დაფინანსება გრძელდება. პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, დუშეთის, საჩხერის, მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხის (სოფ: პალური, ნაშამგუ, ოლორი, ქალაღალი, წყოუში, ეწერფერდი, ფახულანი, მუჟავა) და ონის (სოფ: გლოლა, გომი, ღარი, ირი, სხანარი, ქვედი, წედისი, ჯინჭვისი) მუნიციპალიტეტებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ და სწავლობენ აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.
გთხოვთ გაეცნოთ ინფორმაციას და შეიტანოთ განაცხადი.
განაცხადის შეტანა შესაძლებელია 2024 წლის 22 იანვრის ჩათვლით ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge .
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებ გვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება“.

ფოტო გალერეა