2025 წლის 16 ოქტომბერს, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტისა
და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცხრედ გაიმართა
სამეცნიერო - პრაქტიკული ხასიათის კონფერენცია „განათლების თანამედროვე პარადიგმები
და საერთაშორისო პროექტების დისემინაცია“. აღნიშნული ფორუმი,
წლების მანძილზე, საერთაშორისო ან ეროვნულ დონეზე
ტარდება, მიმდინარე წელსაც კონფერენციის მუშაობაში საქართველოს თერთმეტი უნივერსიტეტის,
სამი სკოლისა და განათლების მიმართულების ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მომხსენებლები
იყვნენ ჩართულნი.
კონფერენეცია გახსნა და მომხსენებლებს
წარმატებული სამუშაო დღე უსურვა სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა, რომელმაც ხაზი გაუსვა
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის რეიტინგული მაჩვენებლების აუცილებლობას და საერთაშორისო
კვლევით აქტიურობას უნივერსიტეტების რეიტინგულ სისტემაში. მონაწილეებს მიესალმნენ,
სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების
დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ლია ახალაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ზურაბაშვილი, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის პროფესორი დავით მალაზონია, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,
პროფესორი თამარ შინჯიაშვილი.
პლენარული სესიის დასრულებისთანავე კონფერენცია გაგრძელდა შემდეგ ფორმატში:
N1 სესია - საერთაშორისო პროექტები საუნივერსიტეტო განათლებაში;
N2 სესია - ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესში;
N 3 სესია - განათლების მეცნიერებანი: განათლების პოლიტიკა, განათლების ისტორიია, განათლების ფსიქოლოგია, ინკლუზიური განათლება;
N4 სესია - განათლების მეცნიერებანი: მათემატიკის სწავლების მეთოდიკა;
N5 სესია - განათლების მეცნიერებანი: ზოგადი მეთოდიკების
სექციური მუშაობა. სულ წაკითხული იქნა 48 მოხსენება.
კონფერენციის მოკლე შინაარსები (აბსტრაქტები) ქართულ და ინგლისურ ენებზე აიტვირთება უნივერსიტეტის ღია ციფრულ რეპოზიტორიუმში, ხოლო რეკომენდირებული მოხსენებების ერთი ნაწილი პლაგიატისა და რეცენზირების გავლის შემდეგ გამოქვეყნდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში, რომლის თითოეულ სტატიას მინიჭებული აქვს DOI-ის ციფრული იდენტიფიკატორი და ისიც ატვირთული იქნება ღია ციფრულ რეპოზიტორიუმში.