სიახლეები

განათლების საერთაშორისო გამოფენა!


 გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, ქ. თბილისში, სასტუმრო Courtyard Marriott Tbilisi -ში (თავისუფლების მოედანი #4).

გამოფენა ტარდება მათთვისვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლითსტიპენდიებისა და გრანტების მიღებითსაზაფხულო სკოლებით, მოკლევადიანი კურსებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამითგამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები, ასევე საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გამოფენაზე მისულ დაინტერესებულ პირებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს (როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიანს).

აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობაპირისპირ გაესაუბრონ საზღვარგარეთ არსებული უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

 

გამოფენაზე დასწრება უფასოა!

 

გამოფენაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/fNuFTuyCQskhpzBq6

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge).

 

გამოფენის სპონსორები არიან:

European University Viadrina – Platinum Sponsor

Georgian College – Gold Sponsor

Baku Eurasian University – Silver Sponsor

 

ჩატარების თარიღი და დრო: 2026 წლის 19 აპრილს; 12:00-დან 17:00-საათამდე

Facebook ღონისძიება იხილეთ აქ

გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს სტუდენტებთან, ასევე კურსდამთავრებულებთან და გააგზავნოთ მათ ელ. ფოსტის მისამართებზე.

ფოტო გალერეა