სიახლეები

განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2018

22 აპრილს, თბილისში ჩატარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა. გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო სასწავლებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები, და საგანმანათლებლო სააგენტოები. 

ამ გამოფენის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:
• სტიპენდიები
• კვლევითი გრანტები
• საზაფხულო სკოლები
• პროფესიული სწავლება
• საბაკალავრო პროგრამები
• სამაგისტრო პროგრამები
• სადოქტორო პროგრამები
• სტაჟირება საზღვარგარეთ
• მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები
განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.eduguide.ge)

გამოფენის ჩატარების ადგილი: თბილისი, სასტუმრო Courtyard Marriott
ჩატარების თარიღი და დრო: 2018 წლის 22 აპრილი; 12:00-დან 17:00-საათამდე.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/WNrjXk
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:https://bit.ly/1Mv85Ik

ფოტო გალერეა