სიახლეები

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს შემდეგ ვადებში:

 

დოკუმენტაციის მიღება - 12 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: srs@sou.edu.ge ან მისამართზე: ა. პოლიტკოვსკაიას № 61; ოთახი № 209 (1000-დან 1700 საათამდე);

სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა  - 19-20 სექტემბერს;

განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების  შემდეგი ნუსხა (უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

განცხადება;

)  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ასლი;

გ)  პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე)  სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი

ვ)  სტუდენტის სასწავლო ბარათი;

)  უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ფოტო გალერეა