სიახლეები

გარე მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“,  სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2020 წლის 6 იანვრის  # 1.1 /1 ბრძანების საფუძველზე ცხადდება მობილობა.

·        სსიპ - სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა  განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2020 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით,  ყოველდღე 1000 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61, ოთახი №209;

·        ფაკულტეტების დეკანებმა უნდა უზრუნველყო მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ და წარმოადგინონ    სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში  18 თებერვლის ჩათვლით;

·        მობილობის მსურველი  ვალდებულია წარმოადგინოს:

.  პირადობის მოწმობის ასლი;

.  სტუდენტის სასწავლო ბარათი/აკადემიური მოსწრების ცნობა,  დამოწმებული ბეჭდით;

. ატესტატის  ასლი;

. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);

. ჩარიცხვის ბრძანებიდან ამონაწერი, დამოწმებული ბეჭდით.

·        ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხ კონკურსანტთა შერჩევა მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით;

·        მობილობის მსურველი  ვალდებულია არაუგვიანეს 20 თებერვლისა წერილობით განაცხადოს თანხმობა აღიარებული კრედიტების შესახებ;

·        2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება და მის წარდგენა თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად  სსიპ - სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უზრუნველყო სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში (20 თებერვლის ჩათვლით);

·        სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანების გამოცემის ვადა  განსაზღვრულია 2020 წლის 1 მარტამდე;

·        მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2020 წლის 1 მარტამდე.

ფოტო გალერეა