სსიპ–განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე
რეგისტრაციის შემდეგ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის
სემესტრში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული
დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა) დოკუმენტაციის მიღება – 11
თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: srs@sou.edu.ge;
ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16 თებერვალს;
გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა – 17
თებერვალს;
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ბრძანება გამოქვეყნდება 2022 წლის 1 მარტამდე.
სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის
სემესტრში მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების შემდეგი რაოდენობა (იხილეთ დანართი 1.)
