სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი იყო ტრენინგები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის და სემინარი - ლექცია „ადრეული ქორწინება და მისი პრევენციის გზები“.
2025 წლის 4 დეკემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ ჩაატარა ტრენინგი „იყავი მის ადგილას“ (In Her Shoes) –ორ ეტაპად 12 და 15 საათზე სულ 3 – 3 საათი. ტრენერი, გენდერის ექსპერტი მამუკა გაჩეჩილაძე, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი თეონა ჩიქოვანი, ორგანიზაციის ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროგრამული დირექტორი მარიამ ძაგნიძე. ტრენინგზე, თეორიული საკითხები გარდა განხილული იქნა ძალადობის შემთხვევები და მათი პრევენცია.
ღონისძიება გაიმართა ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში მინიმუმ 30 მონაწილით. მონაწილეები ინტერაქტიულ გარემოში ჩაერთვნენ სიმულაციაში, სადაც რეალურ შემთხვევაში დაფუძნებული ქეისების მეშვეობით გაიარეს ძალადობის მსხვერპლის გამოცდილების სიმბოლური გზა. ეს ფორმატი მონაწილეობას აძლევს ემპათიის გაღრმავებაში, სტერეოტიპების გაანალიზებასა და ძალადობის საკითხების უკეთ გააზრებაში. სიმულაციის დასრულების შემდეგ გაიმართა ღია დისკუსია, სადაც მონაწილეებმა გააზიარეს გამოცდილება, ემოციები და იმსჯელეს ძალადობის პრევენციის მნიშვნელობაზე. მოდერატორების ხელმძღვანელობით შეიქმნა უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცე აზრის გასაზიარებლად.
ტრენინგის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ინიციატივა ხელს უწყობს ემპათიის განვითარებას, პრობლემის სიღრმისეულ გააზრებასა და გენდერული სტერეოტიპების გადაფასებას. მათი შეფასებით, მსგავსი გამოცდილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოში.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, „იყავი მის ადგილას“ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ფორმატია ძალადობის პრევენციის მიმართულებით, ამიტომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
