სიახლეები

გიორგი ჭოჭუამ დისერტაცია დაიცვა

2023 წლის 26 დეკემბერს, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე, დოქტორანტმა გიორგი ჭოჭუამ წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე – „ტურიზმის მდგრადი განვითარების მართვის მექანიზმების სრულყოფა“ (საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში) და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ეკონომიკის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლარისა თაკალანძე; თანახელმძღვანელი – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე იოან კუზას სახელმწიფო უნივერსიტეტის (რუმინეთი) პროფესორი ვალენტინ ნიტა; ექსპერტები: ლარისა დოლიკაშვილი – ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ირმა დიხამინჯია – ეკონომიკის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; ოფიციალური რეცენზენტები: მალხაზ ღვინჯილია – გეოგრაფიის დოქტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ელისო ლანჩავა – ეკონომიკის დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ფოტო გალერეა