სიახლეები

გიორგი ფოჩხუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

გიორგი ფოჩხუას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის, „გამოყენებითი მათემატიკა“, დოქტორანტმა გიორგი ფოჩხუამ 2021 წლის 20 ნოემბერს სსუ მე-2 კორპუსში ახლად გახსნილ პროფესორ რევაზ აბსავას სახელობის აუდიტორიაში პირველმა ბრწყინვალედ დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „სოციალური პროცესების აღმწერი დინამიური სისტემების კვლევა“ (“Research of the dynamic systems describing social processes”).

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა;

ოფიციალური რეცენზენტები: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჰამლეტ მელაძე; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ჯანგველაძე; მათემატიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი რომეო გალდავა;

ექსპერტები: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ობგაძე; მათემატიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ბაკურ გულუა;

სადისერტაციო მაცნეზე (ინგლისურენოვანი ვარიანტი) შემოვიდა გამოჩენილი მეცნიერის, პროფესორ რავი აგარვალის (კინგსვილი, ტეხასი, აშშ) დადებითი რეცენზია, რომელშიც აღნიშნულია: „მათემატიკური მოდელირება წარმოადგენს ერთობ აქტიურ კვლევის საგანს მათემატიკოსებისთვის. ის იძლევა დამატებითი ინფორმაციის ისეთ წყაროს, რომლის მიღება საკმაოდ რთულია სტატისტიკური მონაცემებიდან. ბატონმა გიორგი ფოჩხუამ თავის სადისერტაციო ნაშრომში შეიმუშავა მათემატიკური მოდელები, რომლებიც გამოიყენება სოციოლოგიასა და კონფლიქტოლოგიაში. ეს მოდელები დაიყვანება არაწრფივ ჩვეულებრივ დიფერენციალური განტოლებათა სისტემებზე შესაბამისი საწყისი პირობებითა და გარკვეული პარამეტრებით. ამ ნაშრომის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უკავშირდება ადამიანთა ისეთ რეალურ პრობლემებს, როგორიცაა პოლიტიკური კონფლიქტები და ენების ასიმილაცია“.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ გიორგი ფოჩხუას ერთხმად მიანიჭა მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი (Ph.D).

 

 

 

 

 

 

ფოტო გალერეა