სიახლეები

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე

გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ (შემდეგში,„იმიტირებული სასამართლო პროცესი“) წარმოადგენს სასწავლო ხასიათის შეჯიბრს, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოში ავტორიზებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ორგანიზებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი და სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდეგში, „ორგანიზატორი) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში.

იმიტირებული სასამართლო პროცესის მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე, სასამართლო პროცესებში წარმომადგენლობის უნარ-ჩვევების განვითარება და სტუდენტების დაახლოება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.

იმიტირებული სასამართლო პროცესი არის სრულად საგანმანათლებლო ხასიათის და მისი მიზანი არ არის მოგების ან რაიმე სხვა სახის ფულადი სარგებლის მიღება.  

იმიტირებული სასამართლო პროცესი ტარდება ქართულ ენაზე. აღნიშნული წესი არ ზღუდავს ჯგუფებს, მოიძიონ შეჯიბრისათვის საჭირო ნებისმიერი უცხოენოვანი ლიტერატურა და გამოიყენონ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად.

პროექტის პრეზენტაციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაციის ვადა

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

ფოტო გალერეა