სიახლეები

გიორგი ვოლსკი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა, რომელიც უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის შექმნას გეგმავს.


 შეხვედრაზე ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს საქართველოში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესების შესახებ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი.

ფოტო გალერეა