სიახლეები

ჰენრი კისინჯერის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს კონფერენცია მიეძღვნა

        2023 წლის 22 ივნისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერ­თა­შო­რისო ურთიერთიბების მიმართულების ინიცია­ტი­ვით, ცნობილი ამერიკელი საზო­გა­დო მოღვაწის, დიპლომატისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრის  ჰენრი კისინჯერის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძ­ღ­ვ­ნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

     კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართუ­ლების აკადემიური პერსონალი, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუ­­დე­ნ­ტები, რომლებმაც მოხსენებები მიუძღვნეს როგორც ჰენრი კისინჯერს, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე აქტუალურ საკითხებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი და დეპარ­ტა­მენტის წარმომადგენლები, ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები.

 

იხილეთ პროგრამა

ფოტო გალერეა