სიახლეები

ჰუმანიტართა ონლაინ-ღია კარის დღე

2020 წლის 5 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის ინიციირებით, აბიტურიენტთათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ონლაინ-ღია კარის დღე გაიმართა.

 სსუ-ს მომავალ სტუდენტებთან შეხვედრა გახსნა და აუდიტორიას მიესალმა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მერაბ ნაჭყებია. მან მოკლედ ისაუბრა ფაკულტეტის ისტორიაზე, მისიაზე და მოქმედ პროგრამებზე. პროფესორმა მ. ნაჭყებია აუდიტორიას გააცნო ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და აღნიშნა, რომ იგი, ისტორიასთან და არქეოლოგიასთან ერთად, სახელმწიფოს მიერ სრულადაა დაფინანსებული.

 „ისტორიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა ისაუბრა მისი პროგრამის წარმატებებზე და აბიტურიენტებს „ისტორიის“ მიმართულების არჩევისაკენ მოუწოდა.

 „აფხაზური ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ აფხაზოლოგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აუდიტორიას აცნობა, რომ აღნიშნული მიმართულება უკვე რამდენიმე წელიწადია სახელმწიფოს პროორიტეტულ მიმართულებათა ნუსხაში ჰყავს შეყვანილი. მან მომავალ აფხაზოლოგებს აცნო, რომ ყოველი სტუდენტი უფასოდ უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სახელმძღვანელოებით, ისინი ჩართული იქნებიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და ექსპედიციებში.

 „ქართული ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორმა მარიამ მირესაშვილი: „რატომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი? იმიტომ რომ, ჩვენ გვაქვს სწავლების სამი საფეხური – საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო აკრედიტირებული პროგრამებით. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებული მეცნიერები და პედაგოგები არიან. ამიტომაც უნდა აირჩიოთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი!“

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან სამსახურის უფროსმა და „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის თანახელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა კახა კვაშილავამ ისაუბრა საჯარო სკოლებსა და სსუ-ს შორის მომავალი მჭიდრო ურთიერთობების პერსპექტივებისა და გეგმების შესახებ. მან ასევე ხაზი გაუსვა სსუ-ს „თურქოლოგიის“ წარმატებულ მუშაობას. სსუ-ელი ბაკალავრ-„თურქოლოგები“ აგრძელებენ სწავლას თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ, თურქეთის ხელისუფლების გრანტის საფუძველზე, და წარმატებით იცავენ სამაგისტრო ნაშრომებს. ერთი მათგანი კი ძალიან მალე კონიის უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაციას დაიცავს თურქულ ფილოლოგიაში. სსუ-ს „თურქოლოგიის“ საბაკალავრო მიმართულებასა და იუნუს ემრეს ინსტიტუტს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტს გაიღრმავოს ცოდნა თურქულ ენაში.

 „გერმანული ფილოლოგიის“ საბაკალვრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ლედა ქობალია: სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტში კომპლექსურად ისწავლება გერმანული ენა და ლიტერატურა. მალე ამოქმედდება გაცვლითი პროგრამა ვალიადოლიდის უნივერსიტეტთან და ჩვენს სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ერთი ან ორი სემესტრით გაემგზავრონ ესპანეთში და იქ შეისწავლონ გერმანული ენა.

 სსუ-ს ენების ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია დარასელიამ ისაუბრა ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების შესახებ.

 სსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ინდირა ძაგანიამ აუდიტორიას გაცვლითი პროგრამების შესახებ ესაუბრა

 ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა და „სლავური ფილოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაკა კაჭარავამ „სლავურ ფილოლოგიასა“ და სსუ-ში მოქმედ მეორადი სპეციალობის – minor-პროგრამებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მაინორ-პროგრამები სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, ძირითად სპეციალობასთან ერთად, მეორე პროფესიაც შეიძინონ და ამით შრომით ბაზარზე საკუთარი კონკურენტუნარიანობა გაზარდონ. მისი თქმით, სსუ-ს სტუდენტს აქ დახვდება კომფორტული, მეგობრული გარემო და კეთილგანწყობილი პროფესორ-მასწავლებლები. ამასთანავე ხაზი გაუსვა, რომ „სლავური ფილოლოგიის“ სტუდენტები რუსულ ენასთან ერთად, უკრაინულსაც, შეისწავლიან. აირჩიეთ 012! – მოუწოდა მ. კაჭარავამ აბიტურიენტებს.

 აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ფილოლოგიის დოქტორმა,წამყვანმა მასწავლებელმა ნანა ჯალაღონიამ აღნიშნა, რომ ის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და აქვე მოიპოვა ფილოლოგიის დოქტირის აკადემიური ხარისხიც. მისი თქმით, სსუ-ში გაატარა ბედნიერი და ნაყოფიერი სტუდენტური წლები. ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მისი სკოლის პედკოლექტივის უმრავლესობა სწორედ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.

 გორის 12 საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა ნელი პეტრიაშვილმაც ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი სწორედ სსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოიპოვა და მადლიერებით გაიხსენა მის სამეცნიერო ხელმძღვანელთან, პროფესორ მარიამ მირესაშვილთან მუშაობის პერიოდი. ნ. პეტრიაშვილმა აღნიშა, რომ ის მოსწავლეებში რეკომენდაციას უწევს სოხუის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მიღებას, რადგან აქ მათ ყოველნაირად შეუწყობენ ხელს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

 შეხვედრას უძღვებოდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ფილოლოგიის დოქტორი, ქალბატონი ნინო მაშია.

ფოტო გალერეა