ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტზე ჩატარებული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ფემინური ნარატივი ლიტერატურაში,
ხელოვნებასა და მეცნიერებაში“ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში თანამედროვე გამოწვევებს ეხმიანებოდა.
სტუდენტთა ნაშრომების
განხილვა 2025 წლის 21 და 22 მაისსაც გაგრძელდა.
ქართული ფილოლოგიის
საბაკალავრო პროგრამის III კურსის სტუდენტმა ანი ხომასურიძემ წარმოადგინა პროფესორ
ნინო ვახანიას ხელმძღვანელობით შესრულებული საკონფერენციო თემა „ეკატერინე გაბაშვილი
– მწერალი და მოღვაწე“. პროფესორ ნ. ვახანიას ხელმძღვანელობით იყო ასევე წარმოდგენილი
მაგისტრანტ მარიამ ჩხაიძის ნაშრომი „საქართველოს მოჭირნახულე ქალები (სამეფო
ოჯახის რძლები)“.
კონფერენციის ფორმატიდან
გამომდინარე, კონკრეტულ თემებთან ერთად, სტუდენტთა ინტერესი გამოიხატა თავისუფალ თემატიკაშიც.
ამ მოტივით საინტერესოდ იყო გააზრებული ასოცირებულ პროფესორ მარინა ტურავას ხელმძღვანელობით
წარმოდგენილი ნატა აფციაურის საკვლევი თემა: „კონსტანტინე გამსახურდიას ადრეული
მოთხრობების მოდერნისტული სივრცე“.
ლიტერატურასა და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ფემინური ნარატივის საკითხებს, ფემინიზმის, როგორც ადამიანის სულიერი მდგომარეობის
გამოხატვის გარკვეულ ფორმას, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ მწერლობაში, ეხებოდა ამავე
საბაკალავრო პროგრამის III კურსელების ნინი ბირკაიას და ანა კობახიას
ნაშრომები: „კატო მიქელაძის ფემინური ხმა“ და „ელის უოკერის „იისფერი“, როგორც ფემინური
ნარატივი“ (ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი დარიკო ფიფია).
ქართული ლიტერატურის
სექციაზე კონფერენციას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მ. ტურავა,
პროფესორი მარიამ მირესაშვილი, პროფესორი ნ. ვახანია, ასოცირებული პროფესორი დ. ფიფია,
ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები.
„ინგლისური ფილოლოგიის“
სექციაში მოხსენებები წარმოადგინეს ლიზი შუბაშიშვილმა (ბაკალავრიატის II კურსი;
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია მარღანია) – „იდიომები ფერთა კომპონენტით
ინგლისურ ენაში“; ლიზი გუჯაბიძემ (ბაკალავრიატის III კურსი; ხელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი
ვიკა ქარდავა) – „ფემინური ხმა პატრიარქალურ სამყაროში, ელიზაბეტ ბენეტის ნარატივი
„სიამაყე და ცრურწმენაში““; ნინი შელიამ (ბაკალავრიატის IV კურსი; ხელმძღვანელი:
ასოცირებული პროფესორი მანანა შელია) – „ეტიმოლოგია - როგორც სიტყვის მნიშვნელობის
აღქმის საშუალება“; ნინო ქავთარაძე (მაგისტრატურის II კურსი, ხელმძღვანელი:
ასოცირებული პროფესორი მანანა შელია) – „ბერძნულ-ლათინური გავლენა ქრისტიანულ ტერმინოლოგიაზე
ინგლისურ ენაში“.