news

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს

2023 წლის 5 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შედგა სტუდენტთა დაჯილდოება.

ჰუმანიტარებმაასახელეს ჩვენი სასწავლებელი უნივერსიტეტთაშორის ინტელექტუალთა ჩემპიონატშირა? სად? როდის?“.

ამასთან ერთად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ჩაატარა ლიტერატურული კონკურსისაუკეთესო ლექსი, საუკეთესო ესე“, სადაც, კონკურენტულ გარემოში, საუკეთესო ნამუშევრები და მათი ავტორები გამოვლინდნენ.

გამარჯვებულებს სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებული წარმოდგენით მიულოცეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აზერბაიჯანელმა სტუდენტებმა.

დაჯილდოებაზე სტუდენტებს მიესალმნენ და საჩუქრები გადასცეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მერაბ ნაჭყებიამ და დეკანის მოადგილემ ასოცირებულმა პროფესორმა ნინო მაშიამ.

ღონისძიებას ესწრებოდა სტუმარი სტუდენტურიday offs-ის ხელმძღვანელი გიორგი ლუხავა, რომელმაც გამარჯვებულებს ასევე საჩუქრები გადასცა.

ლიტერატურული კონკურსის შედეგების შეჯამებაზე მოხსენებით წარსდგა ჟიურის წევრი, ასოცირებული პროფესორი დარიკო ფიფია.

დეკანმა, პროფესორმა . ნაჭყებიამ სტუდენტებს, სხვა საჩუქრებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში სპეციალური პრიზიოქროს ბუუსახსოვრა

Photo gallery