2025 წლის 20 მაისს სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიხსნა სტუდენტთა ტრადიციული
ყოველწლიური კონფერენცია, რომელმაც გააერთიანა სხვადასხვა სპეციალობის წარმომადგენლები.
ფორუმი ორდღიანია და ამჯერად მისი თემატიკაა „ფემინური ნარატივი ლიტერატურაში, ხელოვნებასა
და მეცნიერებაში“. ღონისძიება მიზნად ისახავს სტუდენტებში მეცნიერული დისკურსისა
და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, რასაც ყურადღება საბაკალავრო პროგრამებშიც
უნდა მიექცეს.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებით
გამოვიდა ორი სტუდენტი:
1) ქეთევან ხუხუნაიშვილი
(ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, III კურსი) მოხსენებით: „ქალის ტრაგიკული
სახე ეგნატე ნინოშვილის მცირე პროზაში („ქრისტინე“, „ცოლი და ქმარი“)“ (სამეცნიერო
ხელმძღვანელი: პროფესორი ნინო ვახანია);
2) სანდრა შამფრიანი
(ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, III
კურსი) – „ქართული სამეფო ოჯახის ქალები ეპოქათა მიჯნაზე“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი:
პროფესორი ნინო ვახანია).
მომხსენებლებმა წარმოადგინეს
სლაიდ-შოუც, რომელმაც აუდიტორიის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. სტუდენტებმა
ხაზი გაუსვეს ეპოქის თავისებურებებსა და ქალის როლს, ამ როლის ასახვას მხატვრულ ტექსტებში.
დღესვე იმუშავა არქეოლოგია/ისტორიის
სექციამ, რომელსაც უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა. აქ წაკითხული იქნა
შემდეგი მოხსენებები:
1) ნინო ბალიაშვილი
(ისტორიის საბაკალავრო პროგრამა, II კურსი) – „ქართველი ქალის სახე აჰმეთ მითჰად ეფენდის
რომანში „ქართველი ქალი ანუ შურისძიება““ (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი
კახა კვაშილავა);
2) გიორგი ქურდობაძე
(ისტორიის საბაკალავრო პროგრამა, II კურსი) – „ქოსემ ვალიდე სულთანი – მონობიდან დედოფლობამდე“
(სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა);
3) ზაზა კვანტიძე (არქეოლოგიის
საბაკალავრო პროგრამა, III კურსი) – „ამორძალები – ქალი მეომრები“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი:
ასოცირებული პროფესორი ნოდარ ბერულავა).
სექციათა ნაწილი 21 მაისს გააგრძელებს
მუშაობას. სულ 20-ზე მეტი სტუდენტური მოხსენება იქნება წარმოდგენილი. საუკეთესო სტუდენტები
მიმდინარე წლის 6 ივნისს წარსდგებიან X ეროვნულ
კონფერენციაზე „ჟამთააღმწერელი“,
რომელიც ამჟამადაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლებს არაერთი უმაღლესი
სასწავლებლის სტუდენტს.