სიახლეები

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „თურქოლოგიის კაბინეტი“ გაიხსნა

2023 წლის 18 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ოფიციალურად გაიხსნა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით კეთილმოწყობილი თურქოლოგიის კაბინეტი.

აუდიტორია უახლესი ტექნიკით, ჭკვიანი დაფითა და საგანგებოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის შექმნილი ავეჯითაა წარმოდგენილი.

გახსნის ცერემონიალისთვის საგანგებოდ თურქეთიდან ჩამობრძანდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი უმით ნაჯი იორულმაზი, რომელსაც თან ახლდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს შუა აზიისა და კავკასიის ქვეყნების დეპარტამენტის უფროსი დოქტორი ალი ოზგიუნ ოზთურქი, აღნიშნული დეპარტამენტის საქართველოს განყოფილების სპეციალისტი ჰაჯი ბაირამ ბოლათი, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი თუბა ოზუთოქი.

გახსნის ცერემონიალზე საგანგებოდ მობრძანდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ალი ქაან ორბაი.

 

სტუმრებს შეხვდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ადმინისტრაციის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მარინა ტურავა, თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ანთელავა, ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა და „თურქოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის მეიჯორ და მაინორ-პროგრამის სტუდენტები.

 

ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, სტუმრებს მიესალმა და უნივერსიტეტში TİKA-ს მიერ განხორციელებული პროექტის, ქართულ-თურქული ურთიერთობების შესახებ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თურქეთის აკადემიური ინსტიტუციების კავშირების შესახებ ისაუბრა პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ. მან მადლობა გადაუხადა TİKA-ს ხელმძღვანელობას და ამ ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტისათვის.

 

რექტორს მასპინძლობისა და კეთილგანწყობილებისათვის დიდი მადლობა გადაუხადეს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი უმით ნაჯი იორულმაზმა და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ბატონმა ალი ქაან ორბაიმ.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და სტუმრებს ასევე მიესალმა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა თურქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ანთელავამ.

 

თურქი სტუმრები გაესაუბრნენ თურქოლოგიის სტუდენტებს და კმაყოფილნი დარჩნენ თურქული ენის მათ მიერ გამოვლენილი ცოდნით.

 

თურქულ მხარესა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დაიგეგმა.

ფოტო გალერეა