სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა
და ფარმაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, აბიტურიენტებისთვის ჩატარდა იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები მათემატიკასა
და ქიმიაში. კომპიუტერულ კლასებში მოეწყო ტესტირების სტანდარტების შესაბამისი საგამოცდო
სექტორები. 15 მაისს
გამოცდა ჩატარდა მათემატიკაში, ხოლო 16 მაისს ქიმიაში.
მათემატიკის
გამოცდაზე გამოცხადდა დარეგისტრირებული გამოსაცდელების 70%, ხოლო ქიმიის გამოცდაზე
დარეგისტრირებული გამოსაცდელების 78%.
იმიტირებული
გამოცდები ჩატარდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მოდელის
ანალოგიურად ნახევრად ელექტრონული ფორმატით.