სიახლეები

ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL101GE)


საქართველოს ინტელექტუალრი საკუთრების ეროვნული ცენტრი (განსაკუთრებით სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის) სტუდენტებს აძლევს  შესაძლებლობას დისტანციურად, უფასოდ და ქართულ ენაზე გაიაროს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული  ვერსია (ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი (DL-101GE), რომელიც საქპატენტის მიერ ითარგმნა ქართლ ენაზე. 

 კურსს ხელმძღვანელობენ WIPO-ს მიერ სერტიფიცირებული საქპატენტის სასწავლო ცენტრის ტუტორები.

 კურსი მოიცავს 12 მოდულს და გრძელდება 6 კვირა. სწავლების პროცესს დამოუკიდებლად მართავს მონაწილე, ინდივიდუალურად ეცნობა სასწავლო მასალას და საჭიროების შემთხვევაში მიმართავს კურსის ტუტორებს და სხვა მონაწილეებს სადისკუსიო ფორუმზე.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებლებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)  სერტიფიკატი, რომელთა საფუძველზე მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)-ს აკადემიის   სხვა მაღალი საფეხურის კურსები ინტელექტუალრი საკუთრების ცალკეულ დარგებში.

 

 

რეგისტრაციის პერიოდი - 14 სექტემბერი - 14 ოქტომბერი, 2021

 

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ  ბმულს   https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/

 

კურსთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაცია/ელ.ფოსტის მისამართი: dl101ge@sakpatenti.org.ge

 

ფოტო გალერეა