სიახლეები

ისტორიის სასწავლო ატლასის პრეზენტაცია  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში


 

     2026 წლის 29 სექტემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია  სასწავლო ისტორიული ატლასის ავტორი, საქართველოს მასწავლებელთა ასო­ცი­ა­ციის პრეზიდენტი ქ-ნი მანანა შეყილაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას  ისტორიული ატლასი „საქართველო და გარესამყარო“ გააცნო.  პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის, ასევე განათლების მეც­ნი­ე­რებათა ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ისტორიის მოდულის სტუდენტები და პროფესორ-მა­ს­წა­ვ­ლებლები.

      შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარ­ტა­მე­ნ­ტის უფროსი პროფ. ლია ახალაძე, მისასალმებელი სიტყვიᲗ გამოვიდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ. მარინა ტურავა, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამარ შინ­ჯიაშვილი. 

     მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებას  დეტალურად გააცნო ატლასის შინაარსი, რომელიც ქრონოლოგიურ პრინციპზე აგებული და თემატურად დალაგებული სასწავლო  რუკების  ერთობ­ლი­ობას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ ატლასში რუკებთან ერთად თვალსაჩინოებისთვის  წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული მასალა: ძველი ქართული მონეტების ძირითადი ნი­მუ­შები, ნუმიზმატიკური ტაბულები, გაერთიანებული საქართველოს მეფეების,   კახეთის, ქართლის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეებისა და სამცხის მთავრების (ათაბაგები და ფაშები) ქრონოლოგია. მოსწავლეთა მოტივაციისა და ინტერესის გაზრდის მიზნით ატლასში წარმოდგენილია მეფე-მთავართა  ფრესკები, მინიატურები, გამოჩენილი ქართველი ოფიც­რე­ბი­სა და საზოგადო მოღვაწეთა სურათები, საქართველოს დროშები და გერბები, ფულადი ერთეუ­ლე­ბის სურათები, ქართველ ისტორიკოსთა პორტრეტები და საქართველოს ისტორიის ალბომი, რომელშიც ცნობილი ქართველი მხატვრების ისტორიულ თემაზე შესრულებული ათი დამოუ­კი­დე­ბელი ნამუშევერია წარმოდგენილი.

ბუნებრივია, ატლასს ახლავს სარჩევი ნავიგაციისთვის, ხოლო თითოეულ რუკას კი შესაბამისი პირობითი აღნიშვნები. სულ ატლასი მოიცავს 94 სასწავლო რუკას, რომლებიც უმნიშვნელოვანეს  სასწავლო რესურსსა და თვალსაჩინოებას წარმოადგენს ისტორიისა და სამოქალაქო განა­თ­ლე­ბის საგნების სწავლებისას. ატლასი დიდ სამსახურს გაუწევს უნივერსიტეტებში ისტორიის საბა­კა­ლავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე მასწავლებლის მომზადების ინტე­გ­რირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ისტორიის მოდულის  პროფესორებსა და სტუდენტებს.  

        სასწავლო ისტორიული ატლასის მნიშვნელობისა და მისი ავტორის იშვიათი პროფესიული საქმიანობის  შესახებ აზრი გამოთქვეს პროფ. ზურაბ პაპასქირმა, პროფ. თამარ შინჯიაშვილმა, ასოც. პროფ. ბეჟან ხორავამ, პროფ. ომარ არდაშელიამ, ასოც. პროფ. მაია ფირჩხაძემ, ასოც. პროფ. ია ჯიჭონაიამ, დოქტორანტმა გიორგი აფხაზავამ და სტუდენტებმა. ქალბატონმა მანანა შე­ყი­ლაძემ  უპასუხა დასმულ შეკითხვებს, მათ შორის ისაუბრა აფხაზეთის ისტორიული ატ­ლა­სი­სის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. დასასრულს შეხვედრა შეაჯამა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა პროფ. ლია ახალაძემ, რომელმაც მადლობა გადა­უ­ხადა პირველი სასწავლო ისტორიული ატლასის ავტორს და მაღალ დონეზე შეაფასა მისი საქ­მიანობა ამ იშვიათი სპეციალობის დარგᲨი. 

ფოტო გალერეა