სიახლეები

იტალიური ფოლკლორული ჯგუფი „Zamognare di cardeto“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ იტალიური ფოლკლორული ჯგუფის „Zamognare di cardeto“ -ს წარმომადგენლები: სებასტიანო ბატალია, ჯუზეპე ილარია და ნინო ჩერიოლო.

იტალიელ სტუმრებს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ უმასპინძლა, რის შემდეგაც მათ სსუ-ის ფოლკლორულ ანსამბლ „სნო“-სთან ერთად გამართეს მასტერკლასები და დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ქვეყნების ფოლკლორი წარმოუდგინეს.

საღამო ერთმანეთის პატივისცემით და სიყვარულით სავსე ემოციებით იყო გაჯერებული.

ფოტო გალერეა