2025 წლის 31 იანვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის N 53-ე საჯარო სკოლის IX-XI კლასი. სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის პრაქტიკული სამართლის სწავლების 18-კრედიტიანი პრაქტიკული კურსის ფარგლებში, მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებმა სკოლის მოსწავლეებისთვის წარმოადგინეს პრეზენტაციები სამართლის აქტუალურ თემებზე. შეხვედრას ესწრებოდა პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს: სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ და იურიდიული კლინიკის უფროსმა, პროფესორმა ლალი გაბისონიამ, რომელიც ხელმძღვანელობდა დღევანდელ პრეზენტაციას. წელს იურიდიული კლინიკის პრაქტიკული სამართლის სწავლების ფინალურ პრეზენტაციაზე თემები წარმოადგინეს მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებმა:
ეთო ბეკურაულმა: „სასიკვდილო განაჩენი-ნარკომანია“;
ლიკა ჩიმჩიურმა: „კიბერბულინგის გავლენა მოზარდებზე“;
თამარ ფიფიამ: „პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა";
გოჩა ნახიანმა: „ექსტრემალურ სიტუაციაში ქცევის წესები“;
გიაზ მსხილაძემ: „დევიანტური ქცევა“;
ხატია ბასარიამ: „112 და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება“;
გურამ ცუხიშვილმა და ჯონი ხუციშვილმა: „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება“.
შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა, სკოლის მოსწავლეებმა და IX⁵კლასის დამრიგებელმა, ქალბატონმა ნანა ონოფრიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს თემების განხილვაში: დასვეს კითხვები, გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები. პრეზენტაციების დასრულების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს იმიტირებული სასამართლოს დარბაზი, კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ლაბორატორიის უფროსმა-ასოც. პროფ. გიმზერ ალანიამ წარმოადგინა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის ჩასატარებელი ხელსაწყო-დანადგარები. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.
დასასრულს, სტუმრებსა და მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ წიგნები. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სამართლის მაგისტრატურის მეორეკურსელებს:
ეთერ ბეკურაულს, ლიკა ჩიმჩიურს, თამარ ფიფიას, ხატია ბასარიას, გოჩა ნახიანს, გიაზ მსხილაძეს, გურამ ცუხიშვილსა და ჯონი ხუციშვილს-იურიდიული კლინიკის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის. დიდი მადლობა 53-ე სკოლის პედაგოგს ქალბატონ ნანა ონოფრიშვილს და მოსწავლეებს დღევანდელ პრეზენტაციაში აქტიური ჩართულობისთვის. დიდი მადლობა სსუ რექტორს პროფესორ ზურაბ
ხონელიძეს და სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ვეფხვია
გვარამიას იურიდიული კლინიკის მუშაობაში ხელშეწყობისა და დღევანდელი პრეზენტაციის ორგანიზებისათვის.