სიახლეები

იურიდიული კლინიკის ყოველწლიური პრეზენტაციის ანგარიში

2023 წლის 5 მაისს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე არსებულიიურიდიული კლინიკისყოველწლიური პრეზენტაცია შავნაბადას საერო გიმნაზიის მოსწავლეებსა და პედაგოგიურ კოლექტივთან. იურიდიული კლინიკის პრეზენტაციის პროცესს უძღვებოდა იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი, პროფესორი ლალი გაბისონია, მან ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილსა და როლს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, იურიდიული კლინიკის მიერ გაწეულ მუშაობას და პრეზენტაციისთვის მზადების პროცესს.

შავნაბადას საერო გიმნაზიას მიმდინარე წელს სტუმრობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ვეფხვია გვარამია, რომელმაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საჯარო ლექცია წაუკითხა. სასწავლებელმა დიდი დაინტერესება გამოავლინა სამართლებრივი საკითხების მიმართ, ამიტომ დეკანმა მოიწვია შავნაბადას საერო გიმნაზია სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე არსებული იურიდიული კლინიკის ყოველწლიურ პრეზენტაციაზე.

შეხვედრა გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ. ის მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ სკოლებთან უნივერსიტეტის თანამშრომლობას აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც სკოლისთვის, ისე უნივერსიტეტისთვის, ამიტომ იურიდიული კლინიკა ყოველწლიურად წარადგენს მაგისტრანტების მიერ, პრაქტიკული სამართლის სწავლების პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში მომზადებულ თემებს, სამართლის აქტუალურ საკითხებზე სკოლის მოსწავლეებთან. დეკანმა მადლობა გადაუხადა გიმნაზიის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს სტუმრობისთვის და ბრძანა, რომ სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის კარი მუდამ ღიაა მოსწავლეებისთვის.

იურიდიული კლინიკის პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში წელს მომზადდა 25 თემა, აქედან საჯარო პრეზენტაციაზე გავიდა შემდეგი თემები:

1.    1.სიძულვილის ენა“ - დისკრიმინაციის ფორმა თუ გამოხატვის თავისუფლებამომხსენებელიმაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ანა სამაკაშვილი;

         2. ჩაგვრა „ბულინგი“ და მისგან მომდინარე საფრთხეები. მომხსენებელი: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი მარიანა გვრიტიშვილი;

3.      არასრულწლოვანთა შრომითი ქმედუნარიანობა. მომხსენებლები: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტები მარიამ ახალაია და მარიამ გორდელაძე.

4.      ნარკომანია – 21-ე საუკუნის სენი, ნარკომანიის პრევენცია ინფორმირებულობაშია, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. მომხსენებელი: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი დავით კავთელაძე.

5.      არასრულწლოვანთა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება. მომხსენებელი: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ანნა ვერულიძე.

6.      სახელის/გვარის შეცვლის რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის პირობებში. მომხსენებლები: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტები თინათინ ბესტავაშვილი და ირაკლი ჩაჩანიძე.

7.      მინიმალური საათობრივი ანაზღაურება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მომხსენებელი: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ბეჟანიშვილი.

8.      ოჯახში ძალადობა. მომხსენებელი: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ლამან სამედოვა.

9.      ნაადრევი ქორწინება. მომხსენებელი: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ლერი ბერაია.


ცივი იარაღის ტარება და მისგან მომდინარე საფრთხეები. მომხსენებელი: მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი ოთარ კაბოსნიძე.


დისკუსიაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გიმნაზიის წარმომადგენლები და მოსწავლეები, მათ დადებითად შეფასეს კლინიკის მუშაობა. გამოთქვეს მომავალი თანამშრომლობის სურვილი. აღნიშნული თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც. გიმნაზიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პრეზენტაციაზე დამსწრე ბევრმა მოსწავლემ გამოხატა სურვილი, იმუშაოს სამართლის აქტუალურ თემებზე იურიდიულ კლინიკასთან. მოსწავლეები გამოირჩეოდნენ სხარტი შეკითხვებითა და კარგი პასუხებით. მათ დიდი ინტერესით მოისმინეს კლინიკის პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში, მაგისტრანტების მიერ მომზადებული თემები, დასვეს თემატური კითხვები, მიიღეს შესაბამისი ამომწურავი პასუხები. მაგისტრანტებისა და მოსწავლეების თანამშრომლობა შედგა, რაც აორმაგებდა შეხვედრის აქტუალობას. ბავშვებმა მიიღეს პრაქტიკული პასუხები, მათთვის საინტერესო სამართლებრივ შეკითხვებზე.


თემების წარდგენისა და დისკუსიის შემდეგ, შავნაბადას საერო გიმნაზიის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე არსებული იმიტირებული სასამართლო პროცესის დარბაზი და კრიმინალისტიკის ლაბორატორია, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიმზერ ალანიამ გააცნო სტუმრებს ლაბორატორიაში დაცული ხელსაწყოები და მათი მნიშვნელობა მტკიცებულებათა მოპოვების საქმეში.


სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა დაათვალიერებინეს სტუმრებს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურისა და მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ სტუმრებს გაესაუბრნენ ფაკულტეტის დეკანი ასოც. პროფ ირმა დიხამინჯია და დეკანის მოადგილე დავით ზაქარაია.


ვიზიტი დასრულდა HORIZON EUROPE საგრანტო ოფისის დათვალიერებით, სადაც სტუმრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, კვლევისა და ინოვაციების დარგში საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით. ვიზიტის ბოლოს შავნაბადას საერო გიმნაზიის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ნინო გალოგრემ დიდი მადლობა გადაუხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანსა და იურიდიულ კლინიკას საინტერესო და შინაარსიანი პრეზენტაციებისთვის, მოსწავლეებმა მრავალ კითხვაზე მიიღეს პრაქტიკული პასუხები და სწორად დაინახეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული პერსპექტივები განათლების შემდგომი საფეხურისთვის.


იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლალი გაბისონიამ დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, მან აღნიშნა, რომ სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტზე არსებული იურიდიული კლინიკა მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას სკოლებთან და განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა მონაწილე გიმნაზიის მოსწავლეები, მაგისტრანტები, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, იურიდიული კლინიკის მუშაობაში ხელშეწყობისა და ქმედითი დახმარებისთვის.


პროფესორი ლალი გაბისონია

ფოტო გალერეა