სიახლეები

კომპანია პსპ-ს წარმომადგენლების შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებთან

2023 წლის 15 ნოემბერს შედგა შეხვედრა კომპანია პსპ-ს წარმომადგენლებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს კომპანიის საქმიანობა და შესთავაზეს მათთან დასაქმება სხვადასხვა პოზიციაზე.

ფარმაციის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა ცომაია მიესალმა კომპანია პსპ-ს წარმომადგენლებს, სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა ფარმაციის დარგის განვითარებაზე, პრაქტიკული ფარმაციის პრობლემებსა და გამოწვევებზე, თანამედროვე ფარმაციის როლზე ფარმაციისა და მედიცინის განვითარებაში.

ირმა ცომაიამ უდიდესი მადლიერება გამოხატა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის, ფაკულტეტის დეკანისა და კომპანია პსპ-ს ხელმძღვანელობის მიმართ, რომელთა მხარდაჭერითაც ხორციელდება სტუდენტთა დასაქმება და პროფესიული უნარების განვითარება.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია პსპ-ს შორის 10 წელია, რაც გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტების დასაქმებას, სტაჟირებასა და პროფესიულ პრაქტიკას.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებულია კომპანია პსპ-ში.

შეხვდრის ბოლოს ჩატარდა სახალისო ვიქტორინა და გამოვლინდა სამი გამარჯვებული სტუდენტი.

ფოტო გალერეა