სიახლეები

კურსდამთავრებულთა მორიგი ნაკადი მშობლიურ უნივერსიტეტს დაემშვიდობა

2023 წლის 25 ივლისს კლუბ „ანდერვილში“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა მორიგი ნაკადის გამოსაშვები საღამო გაიმართა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრებსა და მაგისტრებს სტუდენტური წლების დასრულება მიულოცეს და ცხოვრების მორიგ ეტაპზე წარმატებები უსურვეს რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ადმინისტრაციის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირმა დიხამინჯიამ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კონსტანტინე ჩალაძემ. ოფიციალური ღონისძიების შემდეგ, კურსდამთავრებულთათვის კონცერტი გაიმართა.

ფოტო გალერეა