სიახლეები

ლელა რეხვიაშვილის ხსოვნას (1959 – 2025)

         სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ღრმა მწუ­ხა­რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა განათლების დოქ­ტო­რი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათ­ლე­ბის მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლელა რეხვ­ია­­ვილი.

        ლელა რეხვიაშვილი აფხაზეთში, ტყვარჩელში დაიბადა, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა სო­ხუ­მის დიმიტრი არა­ყი­­ვი­ლის სახელობის სახელმწიფო მუსი­კა­ლურ სასწავლებელში, რომლის დამთავრების შე­­დეგ, სწავლა გააგრძელა კიევის კორნრიჩუკის სახელობის სახე­­­წი­ფო კულტურის ინ­სტიტუტში, სადაც  კულტურის მუშაკისა და აკადემიური გუნდის დირიჟორის კვა­ლი­ფიკაცია მიიღო. მალე ლელა რეხვიაშვილმა სწავლა ასპირანტურაში გააგრძელა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სა­ხე­­­წიფო უნი­ვე­­სიტეტის დიდი საბჭოს  1992 წლის 4 თებერვლის N1 ოქმის საფუძველზე მი­­ნი­ჭა პე­და­გო­გიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ხოლო  2006 წლიდან არის განათლების დოქტორი.

        ლელა რეხვიაშვილი 1982 წლიდან  მუშაობდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და­წე­სე­ბულებაში - ჯერ მუსიკის მასწავლებლად სკოლაში, პარალელურად აფხაზე­თის .. გორკის სა­ხე­ლო­ბის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1989 წელს მისი გაყოფის შემდეგ და დევნილობისას ივანე ჯავა­ხი­­ვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სო­ხუმის ფილიალში, სადაც 2006 წლამდე დოცენტის თანამდებობა ეკავა. ლელა რეხვიაშვილის მრა­ვალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობა უკავში­­დე­ბა როგორც პედაგოგიკისა და ხელოვნების, ისე განათლების მეცნიერებების, კერძოდ, ინკლუზიური მიდგომების შესწავლის გან­ვი­თა­რე­ისა და გავრცელების საქმეს. 2013 წლიდან ლელა რეხვიაშვილი იყო სოხუმის სა­ხე­­მწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პრო­ფე­სო­რი და უნივერსიტეტის წარმო­მა­­­­­ლობით საბჭო (სენატის) ორი მოწვევის წე­­რი.

       ლელა რეხვიაშვილს მეცნიერულ-პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში გა­მო­ცემული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია,  მონა­წი­ლე­ობა მიღებული აქვს 20-ზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფე­რე­­ციაში, მათ შორის Erasmus+ პროექტების ფარგლებში. მისი კვლევითი ინტერესები განათლების ისტორიას, ინკლუზიურ განათლებას, ზნეობრივ აღზრდას, არტ­პე­და­გო­გი­კას, არტთერაპიას და თანამედროვე სასწავლო მეთოდებს მოიცავდა. ბოლო წლებში საინტერესო წამოწყება ჰქონდა არტპედაგოგიკის მი­მა­­თულებით, 2018 წელს შექმნა ახალი სასწავლო კურსი და სპეციალური სასწავლო სალექციო კურსი, რომლის გა­მო­ცე­მა, სამწუხაროდ, ვერ მოასწრო.

        ლელა რეხვიაშვილი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, საქმისადმი თავდადებული დამოკიდებულებითა და პედაგოგიური კულტურით. იგი, წლების მანძილზე, ღირ­სე­­ლად ემსახურებოდა მომავალ მასწავ­ლე­ბე­ლთა  პროფესიული კად­რე­ბის აღზრდისა და პედაგოგიური მეცნიერების  განვი­თა­რე­ის საქმეს.

       სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრაცია, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ლელა რეხვიაშვილის გარდა­­ვა­ლე­ბის გამო და თანაგრძნობას უცხადებენ განსვენებულის ოჯახს, კოლეგებს, სტუ­დე­ნტებსა და მეგობრებს.

ლელა რეხვიაშვილის პროფესიონალიზმი და კეთილი სახელი სამუდამოდ დარჩება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში!

ფოტო გალერეა