სიახლეები

მადლობის წერილი მსოფლიო საპატრიარქოდან

როგორც ცნობილია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივითა და მოწვევით, 2023 წლის 19-23 ივნისს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ბურსელი მიტროპოლიტ იოაკიმესა (ხელმძღვანელი) და მსოფლიო საყდრის არქიმანდრიტისა და თურქეთის რესპუბლიკაში ქართული სამრევლოს წინამძღვრის, ჩვენი თანამოქალაქის, მამა ილია ჯინჯოლავას შემადგენლობით. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და რექტორმა ღირსეულად უმასპინძლეს მსოფლიო საყდრის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს და საქართველოში სტუმრობისას ძალიან საინტერესო პროგრამა შესთავაზეს.

 

ამასთან დაკავშირებით, რექტორმა სტამბოლიდან მიიღო ბურსელი მიტროპოლიტის, მეუფე იოაკიმეს წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

 

„ყველაზე გამორჩეულ და პატივცემულ რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს 

 

მთელი გულით მოგესალმებათ კონსტანტინოპოლიდან და ფანარიდან, ყოვლადუწმიდესის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის წმიდა საყდარი. გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თბილისში ჩასვლის პირველივე მომენტიდან, ჩვენს გამგზავრებამდე თბილი მზრუნველობისა და აბრაამული სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემსა და უწმინდესის არქიმანდრიტ, დოქტორ ილია ჯინჯოლავას მიმართ, თბილისში, ინგლისურ ენაზე დაწერილი წიგნის: „ბართლომეოსი, მოციქული და წინასწარმხედველიქართული თარგმანის პრეზენტაციის დროს, რომელიც განხორციელდა თქვენი კეთილშობილური ეგიდითა და წვლილით.

 

2021 წლის 25 მარტს, ფანარის წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში, ყოვლადუწმინდესის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს, რომელიც უკვე 32-ე წელია საპატრიარქო ღვაწლს ეწევა, ზეციური ლოცვა-კურთხევით, მიერ ხელდასხმული ვარ მღვდელმთავრად და მომენიჭაბურსას მიტროპოლიტისწოდება. მე გთხოვთ თქვენს გულითად ლოცვას, რათა შევძლო ღირსეულად ვიმსახურო მღვდელმთავრად და აღვასრულო ჩემთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა, კერძოდ, ეს არის ბურსაში ყველა მართლმადიდებელი მორწმუნის, იქნებიან ისინი ქართველები თუ სხვა ერების წარმომადგენლები, სულიერი მსხვერპლი. ბურსა ერთ-ერთი ისტორიული ეპარქიაა მსოფლიო საპატრიარქოს უშუალო სულიერ იურისდიქციაში.

 

მხურვალე მსახური უფლისა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის,

 

 † ბურსას მიტროპოლიტი იოაკიმე“.

 

ფოტო გალერეა