სიახლეები

მაია კრაწაშვილის დისერტაციის დაცვა

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის

მათემატიკის სადისერტაციო საბჭო

 


თბილისი, 0186,  ანა პოლიტკოვსკაიას  ქ. № 26 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი. ტელ.: 2-54-16-75,

ელექტრონული ფოსტა: chkadua@rmi.ge , cialadzidziguri@rambler.ru

განცხადება


         2020 წლის 18 იანვარს, 14:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. № 26, VII სართული, საპრეზენტაციო ოთახი # 712) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის მათემატიკის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი მაია კრაწაშვილი  (სადოქტორო პროგრამა - გამოყენებითი მათემატიკა“) მათემატიკის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად  დაიცავს დისერტაციას თემაზე: მაქსველის სისტემისა და მისი ინტეგრო-დიფერენციალური ანალოგების გამოკვლევა და მიახლოებითი ამოხსნა“.

სამეცნიერო ხელმძღვანელებ:

თემურ ანგველაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

თემურ ჩილაჩავა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  გამოყენებითი   მათემატიკის მიმართულების პროფესორი, საქართველოს საბუნებისმეტყველო      და განათლების მეცნიერებათა აკადემიების წევრიცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

ექსპერტები:

ზურაბ გეგეჭკორი - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

დაზმირ შულაია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

ოფიციალური რეცეზენტები:

რომეო გალდავა - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ჰამლეტ მელაძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ინფორმატიკის განყოფილების გამგე.

დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

 

ფოტო გალერეა