სიახლეები

მასწავლებლის მომზადების ერთწლიან  საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ


მასწავლებლის მომზადების ერთწლიან  საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის შემო­დ­გო­მის სემესტრში  მასწავლებლის მომზადების დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლე­­ლო პროგრამაზე სწავის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტების რეგისტრაციის ვადები:

 

1.      ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2019 წლის 19 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე 1000 საათიდან 1700 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61, V სართული, ოთახი №503.

 

2.      სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, 2019-2020  სასწავლო წლისთვის, მასწავლებლის მომ­ზა­დების დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე   სტუდენტთა მიღება გან­ხორციელდება შემდეგ მოდულებზე:

 

პროგრამის საგნის/მოდულის სახელწოდება საფეხურის მითითებით

ადგილების რაოდენობა თითოეული საგნის/მოდულის მიხედვით

1

ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)

4

2

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)

3

3

ინგლისური ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

4

4

გერმანული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

2

5

ფრანგული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

2

6

რუსული ენა ( საბაზო და საშუალო საფეხური)

2

7

ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)

2

8

ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)

2

9

ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

2

10

გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)

2

11

მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

3

12

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

2

 

 

3.    კონკურსანტი ვალდებულია  წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

·        პირადობის მოწმობა (ასლი);

·        უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული);

·        სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;

·        შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გამოცდა ჩაბარებული უნდა იყოს ბოლო ხუთი წლის მანძილზე);

·        წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის.

 

  1. საკონკურსო გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 25სექტემბერს  15 საათზე (ა. პოლიტკოვსკაიას  ქუჩა №61, ოთახი №506, 517, 508). გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი.
  2. საკონკურსო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდებუნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2019 წლის 26 სექტემბერს, 19 საათამდე;
  3. სააპელაციო განცხადების მიღება მოხდება ამა წლის 27 სექტემბერს,  10 საათიდან 14 საათამდე     (ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61, ოთახი №503)
  4. სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა მოხდება 30 სექტემბერს, 15 საათზე (ა. პოლიტკოვსკაიას  ქუჩა №61 ოთახი №504).
  5. კონკურსანტების ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა განხორციელდება არაუგვიანეს 2 ოქ­ტო­მბრისა;
  6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში კონკურსანტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან 2019 წლის 10 ოქ­ტო­მბრამდე.
  7. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა  საუ­ნი­ვე­­სი­ტე­ტო გამოცდა (საკონკურსო გამოცდა) გულისხმობს თავისუფალი, არგუმენ­ტი­რებული ესეს და­წე­რას. თავისუფალი ესეს წერის პროცესში აპლიკანტმა უნდა  გამოავლინოს:

·        ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა;

·        მოტივაცია;

·        პრობლემის გადაჭრისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

 

11.  მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ  100 ქულით;

მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალურ ზღვრად განისაზღვრა 51 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დააგროვებს 51ქულაზე ნაკლებს ის გამოირიცხება რეიტინგული სიიდან.

 

თავისუფალი ესეს  შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები

ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა და მზაობა მათ განსახორციელებლად - 30 ქულა

მოტივაცია - 30 ქულა

არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარი - 40

სულ  - 100 ქულა

 

სახელმწიფო გრანტი მიენიჭება სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გა­მო­ც­დის შედეგების საფუძველზე შექმნილი რანჟირების დოკუმენტში შეყვანილ პირველ ოცდაათ (30) აპლიკანტს.

ბოლო ვაკანტურ ადგილზე კონკურენციის შემთხვევაში  (გამოცდის თანაბარი ქულები) უპირატესობა მიენიჭოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდის მაღალ ქულას;

 

 

საკონტაქტო პირები:

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:

ლია ახალაძე

ასოც. პროფპროგრამის ხელმძღვანელი, გნათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

მობ. ტელ.: 577170723; 593361186;

 

თამარ შინჯიაშვილი

ასოც. პროფ. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფ­რო­სი

მობ. ტელ. 577963888; 599506825

ელ-ფოსტა: tamuna205@gmail.com

ფოტო გალერეა