სიახლეები

მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“

2023 წლის 6-8 ივლისს ქ. ბათუმში ჩატარდა მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ISC CHTAB 2023 კონფე­რენ­ციას მასპინძლობა გაუწია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლო­გიურმა ფაკულტეტმა.

კონფერენციების მიზანია კვლევის შედეგების წარმოდგენა მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებზე ბიოპოლიმერების სინთეზისა და გამოყენების თვალსაზრისით, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მოთხოვნადია ქიმიური, საკვები, ფარმაცევ­ტული და სხვ. ინდუსტრიაში და რამდენიმე სამეცნიერო სფეროს (ბიო­ლოგია, ქიმია, ტოქსიკოლოგია, ნანოტექნოლოგია, ბიოტექნოლოგია, ბიომედი­ცინა) გადაკვეთას წარმოადგენს. 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - ISC CHTAB 2023, ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა: პოლონეთიდან (გდანსკი), ყაზახეთიდან (ალმატი) წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები თანამედროვე ბიოორგანული ქიმიის მიღ­წევებზე; აგრარულ და მემბრანულ ტექნოლოგიებზე; მცირენარჩენიან, მაღალ­პრო­დუქციულ ინოვაციურ ტექნოლო­გიებზე; ბიომასალებსა და ბიონანომა­სალებზე; ბუნებრივი წარმოშობის ბიოდეგრარირებად პოლიმერებზე; სასურსათო და გარემოს დაცვით საკითხებზე.

ISC CHTAB 2023 კონფერენციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კონფერენციაში ჩართული იყო სულ 242 მონაწილე, ესენია როგორც საქართველოში არსებული უნივერსი­ტეტების და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუ­ტების ქართველი მეცნიერები, ისე საზღვარგარეთის საერთაშორისო უნივერსიტეტების უცხოელი კოლეგები, ახალგაზრ­დები. ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ასეთი ჩართულობა ხელს შეუწყობს ადგილობრივი კვლევების საერთაშო­რისო კვლევებთან ინტეგრაციას.

ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია კონფერენციის თემატიკით ქართველი და უცხოელი კოლეგების მიერ შესრულებული ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რაც წარმოდგენილია ISC CHTAB 2023 კონფერენციის მასალებში. მათ შორისაა: საქართველოში ქიმიის და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-მკვლე­ვარებისა და ესპანეთის უნივერსიტეტების ქიმიური ინჟინერიის მკვლევარების მიერ ერთობლივად განხორციელებული, სამედიცინო თვალსაზრისით გამოყე­ნებული - α-ამინმჟა­ვებისაგან დამზადებული ფსევდოპრო­ტეინული ნანონაწილაკები - ხელოვნური ბიოდეგრარირებადი პოლიმერები;

ასევე, ქართველი და იტალიელი მეცნიერ-მკვლევრების: თსუ-ს ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ინსტიტუტის და მილანის უნივერსიტეტის მასალებისა და ქიმიური ინჟინერიის დეპარტამენტის მკვლევრების მიერ ენანტიომერების კვლე­ვებში თხევად ქრომატოგრაფიაში გამოყენებუ­ლი, პოლისაქა­რიდებზე დაფუძნე­ბუ­ლი ქირალურ სვეტებზე შესრულებული ერთობლივი სამუშაოები;

აღსანიშნავია, ასევე იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტი­ტუტისა და ჟენევის ფარმაცევტული მეცნიერებათა სკოლის მეცნიერ-მკვლევარების მიერ შესრულებული ერთობლივი სამეცნიერო კვლევები - ბუნებრივი, ანთების საწინააღმდეგო ნაერთებისთვის ნანოლიპოსომური წამლის მიწოდების სისტემის შემუშავებაზე.

კონფერენციის ძირითადი შედეგები ასახულია კრებულში „ISC CHTAB 2023“, რომელიც უკვე გამოიცა.

აღნიშნული კონფერენცია საქართველოში ტარდება უკვე მეორედ. პირველი საერთაშო­რისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტები“ ჩატარდა 2020 წლის 20-21 ოქტომბერს ონლაინ ფორმატში. კონფერენციაექნება სისტემური ხასიათი და რიგით მე-3 კონფერენცია „ბიოპოლიმერების ქიმიური და ტექნოლოგიური ასპექტე­ბი“ 2026 წელს ჩატარდება

ფოტო გალერეა