სიახლეები

მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობისა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა

2022 წ. 7 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. წესდების თანახმად, 2 წლის ვადით სტუდენტური თვითმმართველობის 70 დელეგატი აირჩიეს, რომლებიც უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოებში იქნებიან წარმოდგენილი. თვითმმართველობის წესდების საფუძველზე, ერთი თვით ადრე შეიქმნა სსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელმაც არჩევნების გამჭვირვალე, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარება უზრუნველყო.

2022 წ. 13 დეკემბერს კი გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნები.

სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის, არჩეული დელეგატებით დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, კანდიდატი ახლად არჩეულ დელეგატებს წარუდგინა. კენჭისყრის შედეგად ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, სსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტი კონსტანტინე ჩალაძე.


ფოტო გალერეა