სიახლეები

მემორანდუმი შპს „თავისუფალ სკოლასთან“

2022 წლის 28 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „თავისუფალ სკოლას“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში არსებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელებაში ურთიერთთანამშრომლობას.


დოკუმენტს ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და შპს „თავისუფალი სკოლის“ დირექტორმა ავთანდილ კიკნაძემ.

ფოტო გალერეა