სიახლეები

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი“

                2023 წლის 21 და 22 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორნელი კე­კე­ლიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან  ერთად მესამედ უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმს „აფხაზეთის კულტურული ფასეუ­ლო­ბა­ნი.“ მიმდინარე წელს კონფერენცია  ცნობილი ქართველი მე­ც­ნიერის, აკადემიკოს ექვ­თი­მე თაყაიშვილის დაბადებიდან 160 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონ­ფე­რე­ნცია შერეულ ფორმატში ჩატარდა - 21 დეკემბერს გაიმართა კონ­ფე­რე­ნ­ციის გახსნა, პლენარული სხდო­მა და სექციების მუშაობა პირისპირ, ხოლო 22 ნოემბერს სექციურ მუშაობაში ონლაინ ჩაერთნენ საქართველოს და სხვა ქვეყნის მეცნიერები. 

            კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის ის­ტო­რიის, კუ­­ტუ­რის, ეთ­ნო­გ­რაფიის, განათლებისა და პოლიტიკის შეს­წა­ვლის, პოპულარიზაციის, მე­ც­ნი­ერთა ახალი თაობების დაინტერესებისა და კვლევითი არეალის გაფართოების მნიშ­­ნე­ლობა შეახსენა. გამოსვლაში აღინიშნა, რომ სსუ ყოველთვის დაუჭერს მხარს მსგავსი ტი­პის სამეცნიერო ფორუმებს, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის სწორ მეთო­დო­ლო­გიაზე და­ფუ­ძ­ნე­ბული  მეცნიერული  კვლევების გავრცელებისთვის; აფხაზეთის კულ­ტუ­რულ ფასეულობათა მესამე საერთაშორისო კონფერენციის ფართო ფორმატით ჩა­ტა­რებას მიესალმა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯ­დო­მარე, ისტორიის მე­­ნი­ერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია;  სოხუმის სახელმწიფო უნივე­­სი­ტე­ტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის სა­ქა­რთ­ველოს ხელნაწერთა ეროვნული ცე­­ტრს შორის ჩამოყალიბებულ ტრადიციულ სამეცნიერო ურთიერთობებს ხაზი გაუსვა ამავე ცენტრის სამეცნიერო საბჭოს სწავლულმა მდივა­ნმა, სამეცნიერო-ანალიტიკური, სას­წა­ვ­ლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსმა, პროფესორმა შალვა გლო­ვე­ლმა. მან მაღალი შეფასება მისცა თანამშრ­ო­მ­ლობას  საერთა­შო­რი­სო სა­გა­ზაფხულო სკოლისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარ­გ­ლებში, რო­მლებიც ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება.  სამეცნიერო  - კვლევითი სა­­მი­ანობის ფინანსურ უზრუნვე­ლ­ყო­ფასა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისა­უ­ბრა სსუ ადმი­ნი­სტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ. ნინო თოფურიძემ, რო­მე­ლმაც კონფერე­ნ­ციის მონაწილეებს ნაყოფიერი სექციური მუშაობა და სამეცნიერო წარ­მა­ტებები უსურვა. კონფერენციის მონაწილეებს თბილი მისასალმებელი სიტყვით მიმა­რ­თა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ეკა ავალიანმა. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ ისაუბრა კონფერენციის თემატიკის გაფართოების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა შორის არ შეიძლება მხოლოდ მატერიალური კულტურა მოიაზრებოდეს, ფასეულობაა ყველაფერი, რაც კოლექტიურ ისტორიულ მეხსიერებასთან არის კავშირში: ისტორია, ენა, ტრადიციები, ლიტერატურა, განათლება, სასკოლო განათლების პრობლემები, პოლიტიკური მოწყობისა ან საერთაშორისო ურთი­ერ­თო­ბე­ბ­ში აფხაზეთის თემის განხილვის საკითხები. იდეის დისემინაციის მი­ზ­ნით, კონფერენციის სექციურ მუშაობაში ჩართულია სხვა საინტერესო მოხსენებებიც.

ორი დღის მანძილზე სამეცნიერო ფორუმის მუშაობაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევართა გარდა ჩართული იყო: აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართ­ვე­ლოს უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კა­ლი­ფო­რნიის უნივერსიტეტის (აშშ, ბერკლი), საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპო­­ტის უნივერსიტეტის, ბელგრადის საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის ინ­­ტი­ტუტის (სერბეთი),  სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყარსის კავკასიის უნი­ვერსიტეტის (თურქეთი), პლოვდივის პაისი ჰილენდარსკის სახელობის უნი­ვე­­სი­ტეტის (ბულგარეთი), კიშინიოვის  სახელმწიფო უნივერსიტეტის (მოლდოვა), საქარ­თვე­ლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, რუსულ-ჩინური საინ­ვე­სტიციო საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის (რუსეთი), დუზჯეს უნივერსიტეტის (თუ­­ქეთი), ტალინის განათლების ფონდი „ინოვეს“ (ესტონეთი) 50-ზე მეტი მეცნიერი  და აკადემიური პერსონალი.

მოხსენებათა ძირითადი თემატიკა აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ლიტე­რა­ტუ­რის, განათლების, ეთნოგრაფიის, პოლიტიკური მოწყობისა და საერთაშორისო ურთი­ერთობებში განხილვის საკითხებს შეეხო. პლენარულ სესიაზე ცალკე მოხსენება მიეძღვნა აფხაზეთის თემატიკას ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობაში.

დასასრულს კონ­ფე­რენციის მიმდინარეობისა და სექციებზე წარდგენილი მოხსე­ნე­ბების რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს სე­ქ­ციის ხელმძღვანელებმა და მომხსე­ნე­­ლე­ბმა, პროფესორებმა: ჯემალ გამახარიამ, ომარ არ­დაშელიამ, თამარ ქორიძემ, ასოცი­რე­ბუ­ლ­მა პროფე­სო­რებმა: კახა კვაშილავამ, თამარ შინჯიაშვილმა, თეა ქართვ­­ლი­­ვი­ლმა, ირი­ნა გო­გო­ნაიამ, ლევან ჯინჯიხაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ნონა ქარაიამ, ნონა შონიამ  და სხვებმა.  კონფერენციის ორდღიანი მუშაობა შეაჯამა სამეცნიერო კვლევე­ბი­სა და განვი­თა­რების დეპარტამენტის უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ.

 კონფერენციის ფარგლებში გამოიცა ფორუმის დღის წესრიგი, პროგრამა და სერ­ტი­ფიკატები; გამოქვეყნდა კონფერენციის თეზისების ელ-ვერსია; რეკომენდი­რე­ბუ­ლი  მოხსენებები დაიბეჭდება სოხუმის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტის შრომებში.


        იხ. კონფერენციის პროგრამა

ფოტო გალერეა