სიახლეები

მნიშვნელოვანი ქართულ-აზერბაიჯანული საერთაშორისო კონფერენცია

2021 წლის 30 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ყარაბაღის მეორე სამამულო ომის პოლიტიკურ-სამართლებრივი შედეგები“.

 კონფერენციაში, აზერბაიჯანელ და ქართველ მკვლევარებთან ერთად, მონაწილეობნენ უკრაინის, რუსეთის ფედერაციის, მოლდოვის, ლიეტუვის და ყაზახეთის ექსპერტული წრეების მაღალი დონის წარმომადგენლებმა.

 კონფერენციას მიმართა და მოხსენებით წარსდგა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც მიმოიხილა რეგიონში არსებული ვითარება და ისაუბრა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესაძლებლობებზე საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის შემცირებისა და მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში.

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოსცა კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებებისა და სტატიების კრებული.

 აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი გახლდათ მორიგი ღონისძიება ციკლისა, რომელიც ითვალისწინებს მშიდობისა და უსაფრთხოების სფეროში სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარების შესწავლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ერთობლივი ძალისხმევისა და დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოების საფუძველზე კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესში საუნივერსიტეტო დიპლომატიის ინსტრუმენტებისა და პოტენციალის ამოქმედებას.

ფოტო გალერეა