სიახლეები

მოიპოვე „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია

2024 წლის 22 მაისს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და დეკანები შეხვდნენ სტუდენტებს, რომლებმაც საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვეს. საქართველოს ბანკი პარტნიორ უნივერსიტეტებში (15 უნივერსიტეტი) სტიპენდიების პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მისასალმებელია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საქართველოს ბანკის მიერ 2023-2024 სასწავლო წლისთვის გამოცხადებულ კონკურსში, სრული დაფინანსება მოიპოვეს. ესენი არიან: სსუ-ის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები: გელაძე გია, კვირკვია ლუკა, ჯიქია სალომე, ცირდავა ნინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტი ნოზაძე გიგა. უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანებმა მიულოცეს სტუდენტებს სწავლის დაფინანსების მოპოვება და ბატონმა ზურაბმა მათ საკუთარი მონოგრაფიამშვიდობის ქართული პარადიგმასაჩუქრად გადასცა.

უნივერსიტეტის სახელით, სტუდენტებს ვულოცავთ სწავლის დაფინანსების მოპოვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ!

ფოტო გალერეა