სიახლეები

მორიგი საქმიანი შეხვედრა

2021 წლის 26 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძემ და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძემ ონლაინ-შეხვედრა გამართეს ჩერნიგოვის ნაციონალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) რექტორთან, პროფესორ ოლეგ ნოვომლინეცსა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორ ოლგა რუდენკოსთან.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის თანამშრომლობის ფორმების განხილვას. ბატონი ზურაბი სტუმრებს ესაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაზე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, საუნივერსიტეტო დიპლომატიის კონცეფციაზე, რომელსაც უკვე იცნობენ და იზიარებენ ევროპის მრავალ უმაღლეს სასწავლებელში, მის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ნაშრომებზე და იმ სიახლეებზე, რომლებიც იგეგმება უნივერსიტეტში როგორც პროგრამული, ისე – ორგანიზაციული თვალსაზრისით. საუბარი შეეხო აგრეთვე არსებულ პირობებში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლების ფორმებს, სამომავლო განვითარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

პროფესორმა ოლეგ ნოვომლინეცმა განიხილა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური მობილობის პროგრამის ჩარჩოში ონლაინ-თანამშრომლობის შესაძლებლობა. სწავლების ინოვაციური ფორმებისა და მიდგომების კუთხით არსებული მოწინავე გამოცდილების გაზიარების აუცილებლობის განხილვისას გამოითქვა მოსაზრება, რომ უკრაინელი კოლეგების თანამშრომლობა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის რიგებში დადებითად აისახება როგორც უნივერსიტეტების, ისე, ზოგადად განათლების სისტემის სამომავლო განვითარებაზე.

შეხვედრის დასასრულს რექტორმა ოლეგ ნოვომლინეცმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები ჩერნიგოვის ნაციონალურ უნივერსიტეტში სტუმრად მიიწვია. 

ფოტო გალერეა