სიახლეები

მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერთა სამიტი

გაცნობებთ, რომ კანადაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ქ. ოტავაში იგეგმება მსოფლიოს ახალგაზრდა ლიდერთა სამიტის ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 196 ქვეყნის 1300-ზე მეტი ახალგაზრდა. აღნიშნულ სამიტზე განიხილება განათლების, ადამიანის უფლებების დაცვის, გლობალური ბიზნესის, გარემოს დაცვის, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო მმართველობის საკითხები. დეტალური ინფორმაცია ხსენებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.oneyoungworld.com/ დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო საქმეთა სამინისტროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე (+995 32) 294 50 01 

ფოტო გალერეა