სიახლეები

ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მშვიდობის ელჩების ტრენინგი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2025 წლის 18-19 ივლისს გამართა ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მშვიდობის ელჩების ტრენინგი, თემაზე: სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალგაზრდობის როლი მშვიდობის მშენებლობაში

ღონისძიება ორგანიზებული იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ECOSOC-ის საკონსულტაციო სტატუსის მქონე წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობით: უნივერსალური მშვიდობის ფედერაცია (UPF), CIRID და RECOVI.

სემინარ მიმდინარეობდა ორ დღე, რომელსაც უძღვებოდნენ გამოჩენილი დიპლომატები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები საქართველოდან, ევროპიდან და აფრიკიდან, რომლებიც მშვიდობის, თანამშრომლობისა და ნელსონ მანდელას მემკვიდრეობის გარშემო გაერთიანდნენ.

ღონისძიება ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მხარდაჭერითა და თანადგომით. ბატონი ზურაბის გამოსვლა, თემაზე: მშვიდობის ქართული პარადიგმა კიდევ ერთხელ მოწმობდა მის მნიშვნელოვან წვლილს საუნივერსიტეტო დიპლომატიის განვითარებასა და უნივერსიტეტის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცებაში. უნივერსიტეტის სახელით, ვუხდით მას გულწრფელ მადლობას ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრები ლიკა ჩიმჩიური და მარიამ ბრეგვაძე, რომლებიც წარმართავდნენ სემინარის მიმდინარეობას, ისინი ასევე, გაეროს ECOSOC-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. მათი მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით შესაძლებელი გახდა საერთაშორისო პროგრამის ადგილობრივ და გლობალურ დონეზე განხორციელება.

სემინარის დამსწრეებს შორის იყვნენ არაერთი გამორჩეული სპიკერები:

·  გიორგი ნიკოლაიშვილისაქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კუბის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოს დამფუძნებელი და პირველი რეზიდენტი ელჩი ჰავანაში, რომელმაც მიმოიხილა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტების ისტორია.

·         პაატა ზაქარეიშვილი ქართველი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი და კონფლიქტოლოგი, 2012-2016 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, რომელმაც ისაუბრა რეგიონში არსებული ახალი შესაძლებლობების შესახებ.

·   მალხაზ კაკაბაძესაქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, შვედეთსა და ფინეთში, რომელმაც განიხილა საერთაშორისო საზოგადოების როლი აფხაზეთის კონფლიქტში.

·      ნუგზარ რუხაძეჟურნალისტი, საქართველოს სახელმწიფო პროტოკოლის ყოფილი ხელმძღვანელი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც დღევანდელ სამყაროში არსებულ მშვიდობის პროცესებზე ისაუბრა.

სემინარი განსაკუთრებულად გამდიდრდა საერთაშორისო მომხსენებელთა ჩართულობით, რომელთა შორის გამოირჩეოდნენ:

·    შანტალ შეტელა კომაგატა, უნივერსალური მშვიდობის ფედერაციის შვეიცარული განყოფილების გენერალური მდივანი, რომელმაც ჩაატარა ინტენსიური ტრენინგ-სესიები მშვიდობის უნივერსალურ პრინციპებზე.

·      ჯოელ ჰაკიზიმანა, CIRID-ის მმართველი და პანაფრიკული მოქალაქეობის კამპანიის კოორდინატორი, რომელმაც წარადგინა მანდელას მემკვიდრეობის გლობალური მნიშვნელობა.

·  რუბინ ზემონი, ეთნოლოგი და ყოფილი დეპუტატი ჩრდილოეთ მაკედონიიდან, რომელმაც ისაუბრა ბალკანეთში მრავალფეროვნებასა და კოლექტიურ მეხსიერებაზე.

·   კარლ გუსტავ ბიერტნესი - SEEDS-AFRICA- პრეზიდენტი, ორგანიზაციის, რომელიც ეწევა სოციალური მეწარმეობისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას აფრიკაში. მისი თემა ეთმობოდა სინდისის ძალას,  და ახალგაზრდობის მიერ მშვიდობის მშენებლობა

·   ფერენც მისლივეცი და ჯოდი ჯენსენი, კოსეგის მოწინავე კვლევითი ინსტიტუტიდან, რომლებმაც განიხილეს ინტელექტუალების როლი მშვიდობის პროცესებში და თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირების სტრატეგიები.

·         ვერონიკა ვიტმანი, პროფესორი ავსტრიის ლინცის უნივერსიტეტიდან, რომელმაც ხაზი გაუსვა მეცნიერების დიპლომატიისა და ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას მშვიდობის მშენებლობაში.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ამ ინიციატივამ არა მხოლოდ პატივი მიაგო ნელსონ მანდელას მემკვიდრეობას, არამედ შექმნა საფუძველი მომავალში ახალი მშვიდობის გზების დასაგეგმად.

ღონისძიების ფარგლებში აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მოწინავე კვლევების ინსტიტუტს (iASK, უნგრეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივ მონაწილეობას კვლევით პროექტებსა და აკადემიურ გაცვლით პროგრამებში. მხარეები შეთანხმდნენ გააძლიერონ თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობის სწავლება, ევროპული ინტეგრაცია, სოციალური ინოვაციები და მდგრადი განვითარება.

ეს თანამშრომლობა იქნება საფუძველი მრავალი წარმატებული ინიციატივისა, რომელიც ჩვენს სტუდენტებს, პროფესორებსა და პარტნიორებს ფართო საერთაშორისო შესაძლებლობებს გაუხსნის.

ფოტო გალერეა