სიახლეები

ნუგზარ მეშველიანმა სადისერტაციო ნაშრომი დაიცვა

2021 წლის 27 ივლისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის ინფორმატიკის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე შედგა სადოქტორო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერებები“ დოქტორანტ ნუგზარ მეშველიანის სადისერტაციო ნაშრომის „ნივთების ინტერნეტის (IoT) უსაფრთხოების ანალიზი ნეირონული ქსელების აპლიკაციების გამოყენებით“ დაცვა.


დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან პროფესორი ნანა გულუა და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ლელა მირცხულავა – ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 


ნაშრომის ექსპერტებია ასოცირებული პროფესორი ნუგზარ კერესელიძე და თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნათელა არჩვაძე.


ოფიციალური რეცენზენტები: ასოცირებული პროფესორი ნანა ბენიძე და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი მაქსიმ იავიჩი.


სადისერტაციო საბჭომ ნ. მეშველიანს კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.


ვულოცავთ ჩვენს კოლეგას, სოხუმის მკვიდრსა და აფხაზეთის ომის ვეტერანს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

ფოტო გალერეა