სიახლეები

ნუნუ ჩაუშბას მოსაგონარი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ღირსების ორდენის კავალერი, ქართულ-აფხაზური ოჯახის დიდი ქალბატონი ნუნუ ჩაუშბა.

ნ. ჩაუშბა 1960-2005 წლებში ქ. ბათუმის #6 საშუალო სკოლის დირექტორი გახლდათ. 1967 წელს მას მიენიჭა აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება. სხვადასხვა დროს ნ. ჩაუშბა  დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით, „სახალხო განათლების წარჩინებულისსამკერდე ნიშნით, მედლებითა და საპატიო სიგელებით, ხოლო 2014 წელს ქალაქ ბათუმის მერიამ მასსაპატიო ბათუმელისწოდება მიანიჭა.

ქალბატონი ნუნუ გახლდათ აჭარაში მოქმედი საზოგადოების „ქართულ-აფხაზური საგა“-ას ერთ-ერთი დამფუძნებელი, აფხაზ და ქართველთა პირველი ფორუმის თანათავმჯდომარე. დიდია მისი ღვაწლი ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების დაახლოებისა და წინაპართა ტრადიციების ერთობლივად შენარჩუნების საქმეში.
აღსანიშნავია, რომ ნუნუ ჩაუშბა ყველაზე მეტად  აფხაზების ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის საქმეში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვებული საპატიო სიგელით ამაყობდა, რომელიც აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით გადაეცა.

ქალბატონი ნუნუ და მისი ოჯახი იყო და რჩება აჭარაში და სრულიად საქართველოში მცხოვრები აფხაზებისა და ქართველების თანაცხოვრების ბრწყინვალე მაგალითი.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

ფოტო გალერეა